ერთადერთი თასი კოლექციის შესავსებად

ერთადერთი თასი კოლექციის შესავსებად

ბარზილიაში, "ბარსელონას" შვიდი ფეხბურთელის მიზანია მოიპოვოს ის უკანასკნელი თასიც, რომელიც ჯერ მათ კოლექციას არ ამშვენებს. ვალდესი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო და ვილია - მათ უამარვი ტიტული მოიგეს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე და ერთადერთი თასი, რომლის აღმართვაც ვერ მოახერხეს კონფედერაციის თასია, რომლისთვისაც ბრძოლა ამ კვირიდან დაიწყება.

შვიდივე ფეხბურთელს მოგებული აქვს: ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ასევე თითოელ მათგანს აღმართული აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის თასები. ახლა კი აქვთ შანსი მოიგონ კონფედერაციის თასი, რომლის აღმართვაც 2009 წელს ვერ შეძლეს. 2009 წლის გათამაშებაში ჩავის, პიკესა და ბუსკეტსთან ერთად მონაწილეობას პუიოლიც იღებდა.

"ბარსას" კაპიტანს სხა ფეხბურთელების მსგავსად 8 ტიტული აქვს მოგებული, თუმცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის კონფედერაციაზე სათამაშოდ არ გაიძახა. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ალბას და სესკს საკლუბი ჩემპიონატის თასი არ აქვთ მოგებული. ფაბრეგასს კონფედერაციასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასის აკლია კოლექციის შევსებამდე, ხოლო ჟორდის ამ ყველაფერთან ერთად მოსაგები აქვს ესპანეთის თასი და ორი სუპერ თასი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.