ვილიას დრო დგება
ესპანელი დავიდ ვილია უახლოეს დღეებში ”ბარსელონასთან” ერთად ვარჯიშს განაახლებს მას შემდეგ, რაც სრულად მოირჩინა ტრავმა.
რადიო ”ONA FM”-ის ცნობით ასტურიელი თავდამსხმელი ”ბარსელონელ” თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს უახლოეს დღეებში დაიწყებს, რათა მონაწილეობა მიიღოს პოლონეთსა და უკრაინაში გასამართ ევროპის ჩემპიონატში.
მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა დეკემბერში მოიტეხა ფეხი დავიდი ასრულებს ექიმების მითითებებს და მან შეიძლება ესპანეთის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. ამ შეხვედრამდე ფეხბურთელს ორი კვირა ექნება, რათა ბურთთან ერთად ივარჯიშოს და შევიდეს სათამაშო ფორმაში.
ვილიას მიaჩნია, რომ ”ყველაფერი შეუძლია” და არის მეტად დასვენებული, ვიდრე თანაგუნდელები, რომლებსაც უამრავი შეხვედრის გამართვა მოუწიათ მიმდინარე სეზონში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]