ზაფხულში სრულფასოვნად მხოლოდ 2 ფეხბურთელი დაისვენებს

ზაფხულში სრულფასოვნად მხოლოდ 2 ფეხბურთელი დაისვენებს


მესი, მასკერანო, ალექსისი და კეიტა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილოებას. ვალდესი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სესკი, პედრო და აფელაი ევროპის ჩემპიონატზე იღებენ მონაწილოებას. პუიოლი, ვილია, ფონტასი, ტიაგო, კუენკა და აბიდალი გამოჯანმრთელებას აგრძელებენ.

ამგვარად ”ბარსელონას” მხოლოდ 2 ფეხბურთელი დაისვენებს მიმდინარე ზაფხულში სრულფასოვნად. ესენი პინტო და ადრიანო არიან, რომლებსაც სანაკრებო შეხვედრებში მიწვევა არ მიუღიათ.

ოფიციალურად ”ბარსელონას” ფეხბურთელებს დასვენება თითქმის 2 თვე აქვთ, თუმცა ბევრ ფეხბურთელს ამ პერიოდში სანაკრებო შეხვედრები ელის. ტიტო ვილანოვა ფეხბურთელებს 16 ივლისს შეკრებს, თუმცა ამ შეკრებაზე სავარაუდოდ ბევრი ფეხბურთელი არ იქნება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.