მესი: "ვგონებ, ბიჭი იქნება"

მესი: "ვგონებ, ბიჭი იქნება"

კატალონიის "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ როგორც იქნა დაადასტურა, რომ მას მალე შვილი ეყოლება და ყველანაირ ჭორებს ნათელი მოფინა.

 

მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი ყოველთვის თავს არიდებდა მისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბარს, თუმცა მას შემდეგ, რაც ეკვადორთან მატჩში გატანილი გოლი ლამაზად აღნიშნა (ბურთი მაისურში ჩაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახში ვიღაც ორსულადაა), ჟურნალისტებმა უფრო მოუხშირეს მსგავს შეკითხვებს.

 

ლეომ საბოლოოდ მაინც დაადასტურა ეს ინფორმაცია და ამის გარდა ასევე ბავშვის სქესზეც ისაუბრა. მისი აზრით, ეს ბიჭი იქნება.

 

"ვგონებ, ბიჭი იქნება. ჩვენ აქამდე არაფერს ვამბობდით, რადგან არასოდეს ვსაუბრობთ პირად ცხოვრებაზე. ამის მიუხედავად, მაინც ხშირად გვისვამდნენ ამის შესახებ შეკითხვას და გადავწყვიტეთ ჩვენი სიხარული თქვენთვისაც გაგვეზიარებინა." –ციტირებს ლეოს სიტყვებს არგენტინული გამოცემა Ole.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.