მოურინიო: "ჩავისთვის უმჯობესი იქნება ფეხბურთზე იფიქროს და არა ჩემზე"
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გაუკეთა კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, ჩავი ერნანდესის განცხადებას, იტყობინება ესპანური პრესა.
რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთის ლეგენდა და ესპანეთის ნაკრების ნახევარდაცვის ბურჯი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ მოურინიო ვერასოდეს შევა ფეხბურთის ისტორიაში, რადგან იგი ყოველთვის მოქცეული იქნება ხოსეპ გვარდიოლას ჩრდილის ქვეშ.
"უმჯობესი იქნება ჩავის საკუთარ თამაშზე იფიქროს, კონცენტრირება ევროპის ჩემპიონატზე მოახდინოს და არა ჩემზე." –თქვა ჟოზემ.
ასევე კომენტარის გარეშე არ დატოვა ეს ამბავი პორტუგალიელი სპეციალისტის სპეც–მდივანმა.
"სენიორ ჩავი, მოეგეთ გონს და აბა დაფიქრდით ვინ დაგეხმარათ ფეხბურთში პირველი ნაბიჯების გადადგმაში?"
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]