ჩავი: "მოურინიო ჩვენი ფანატიკური მეტოქეა"

ჩავი: "მოურინიო ჩვენი ფანატიკური მეტოქეა"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, ყოველთვის განსაკუთრებული განწყობით ასპარეზობს იმ გუნდების წინაშე, რომელსაც პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, წვრთნის.

 

"ჟოზე მოურინიო არის ჩვენი ფანატიკური მეტოქე, რომელსაც გამარჯვების წარმოუდგენელი ფსიქოლოგია აქვს განვითარებული". განაცხადა ესპანელმა ჰავბეკმა.

 

ჩავიმ ასევე დრო იხელთა და ხოტბა შეასხა საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას: "პეპმა თავისი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში, ისევე როგორც კრუიფმა და სერ ალექს ფერგიუსონმა. მას სრულად აქვს გათავაისებული გუნდის ფილოსოფია და არის ძალიან უშუალო პიროვნება. მის გარეშე "ბარსელონა" ვერ წარმომიდგენია". დაასრულა ჩავი ერნანდესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.