ვილანოვა - 2014!
ტიტო ვილანოვას აგენტმა, ხოსეპ მარია ორობიგტმა კატალონიურ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია. ”ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბთან 2014 წლამდე გააფორმებს ხელშეკრულებას.
ორობიგტმა 3 საათიანი შეხვედრა გამართა ”ბარსელონას” სპორტულ დირექტორთან, ანდონი სუბისარეტასთან. ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია, დარჩა ხელის მოწერა კონტრაქტზე, რაც სავარაუდოდ პარასკევს მოხდება. ამის მიზეზი ტიტო ვილანოვას შვებულება და სანდრო როსელის იტალიაში საქმიანი ვიზიტია.
ორობიგტის და სუბისარეტას შეხვედრა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე დაიყო, ახლა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბის წევრების ვინაობაა დასადგენი. ტიტოს ასისტენტი ჟორდი როურა იქნება, რომელიც დღეს ”სიუტატ ესპორტივაზე” იმყოფებოდა, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი კი კვლავ აურელი ალტიმირა იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]