ბუსკეტსი: "არ მჯერა, რომ საფრანგეთი მხოლოდ თავს დაიცავს"
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა სერხიო ბუსკეტსმა, ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩის წინ, სადაც მისი გუნდის მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება, შეაფასა მოწინააღმდეგე და ისაუბრა ფრანგების სავარაუდო ტაქტიკაზე. კატალონიის "ბარსელონას" ჩამშლელი ნახევარმცველის თქმით, მას არ სჯერა, რომ "მამლები" მხოლოდ და მხოლოდ თავის დაცვაზე იქნებიან კონცენტრირებულნი.
"საფრანგეთი ჩინებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავად გამოსდის შემტევი ფეხბურთის თამაში. ფრანგები ჩვენ ბურთის კონტროლშიც არაფრით ჩამოგვივარდებიან. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ისინი დაცვით ტაქტიკას არ აირჩევენ და აუცილებლად შემოგვიტევენ. ასე და ამგვარად, ფეხბურთის ნამდვილ ზეიმს ველი." –განაცხადა ბუსკეტსმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 სთ–ზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]