დელ ბოსკე: "სანახაობრივ ფეხბურთს ველი"

დელ ბოსკე: "სანახაობრივ ფეხბურთს ველი"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ისაუბრა ევროპის ჩემპიონატის მოახლოვებულ 1/4 ფინალურ მატჩზე, სადაც მისი გუნდის მეტოქე საფრანგეთი იქნება. ესპანელი სპეციალისტის თქმით, იგი ძალიან სანახაობრივ დაპირისპირებას ელის და არ ჰგონია, რომ მოწინააღმდეგე მთელი ძალებით თავს დაიცავს. დელ ბოსკეს განცხადებით, მას ჯერ არ გადაუწყვეტია თუ ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში.

 

"ჯერ–ჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი რომელი ფეხბურთელები დაიწყებენ მატჩს პირველივე წუთებიდან. მჭიდში 23 ფეხბურთელი მიდევს და ყველა მათგანს შეუძლია გუნდისთვის წარმატების მოტანა. რა თქმა უნდა კარგია, როდესაც ფიქრობ ვინ ათამაშო და ვისი დაყენება სჯობს ძირითადში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ესპანეთის ნაკრებში დიდი კონკურენციაა, რაც მახარებს კიდეც."

 

–თქვენმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ არ სჯერათ იმაში, რომ ფრანგები დაცვით ტაქტიკას აირჩევენ და თავდაცვის გარდა არაფერზე არ იფიქრებენ. საინტერესოა, თქვენც ეთანხმებით თუ არა თქვენს შეგირდებს?

 

"მეც სწორედ ამის მჯერა და ეჭვი მეპარება ისეთი ბრწყინვალე თავდამსხმელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, როგორიც საფრანგეთია დაცვითი სტილით გვეთამაშოს. მე პირადად კარგ ფეხბურთს ველი და ასევე არ მგონია ფრანგებმა რაიმე შეცდომა დაუშვან. ჩვენ მაინც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და მოედანზე მოსაგებად გავიდეთ."

 

–დონეცკში დაახლოებით 2000–მდე ესპანელი ქომაგი იქნება. როგორ ფიქრობთ, ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალისთვის ეს ცოტა არ არის?

 

"ესპანეთი უკრაინისგან ძალიან შორსაა და ამიტომ რამდენიმე ათასი უკვე კარგია. ამას პლუს ჩვენ ვიცით, რომ მთელი ქვეყანა მხარს გვიჭერს და ტელევიზორში გვიყურებს. ყველა სოფელში გვქომაგობენ და ასეთ მხარდაჭერას აუცილებლად დავაფასებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.