ვილია იბიცაზე ისვენებს

ვილია იბიცაზე ისვენებს


”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი, დავიდ ვილია აგრძელებს გამოჯანმრთელებას მას შემდეგ, რაც საკლუბო მუნდიალის 1/2 ფინალში ფეხი მოიტეხა. ამჟამად ფეხბურთელი იბიცაზე იმყოფება, სადაც ასრულებს შვებულებას.

”ელ გუახე” აღდგენის ბოლო ეტაპზეა. შეგასენებთ, რომ ”ბარსელონა” ახალი სეზონისთვის მზადებას 16 ივლისს დაიწყებს, ხოლო ვილია ამ დღისთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნას გეგმავს. ჯერ-ჯერობით კი ასტურიელი იბიცას სანაპიროზე ისვენებს.

ვილიას სწარაფდ დაბრუნების იმედი აქვს სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრს, რადგან მომავალ სეზონში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და ზუსტად ამიტომ არც განიხილავენ თავდამსხმელის შეძენის ვარიანტს. თუკი მოულოდნელად წარმოიქმნება პრობლემები, მაშინ ამ გადაწყვეტილებას კლუბი გადახედავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.