ტოტალური ფეხბურთის სამი დეკადა
გვარდიოლა ფრიადოსანი მოსწავლის ფრიადოსანი მოსწავლე გახდა. ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ის ყალიბდებოდა ლიდერად.
გვარდიოლამ გამოცდილება ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელებისგან მიიღო, მასზე ყველაზე დიდი გავლენა კი მაინც კრუიფმა მოახდინა.
გვარდიოლამ მოსვლისთანავე ახსნა თავისი ფილოსოფია: " მოვიგებთ ბურთით და წავაგებთ ბურთით." თითქოს შესასრულებლად მარტივია, მაგრამ რაიკარდის "ბარსელონა" სხვანაირ ფეხბურთს იყო მიჩვეული.
ამასთან ტოტალური ფეხბურთი 40იან წლებში დაიბადა მას შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა. ამაღლდა როგორც მცველების ასევე თავდამსხმელების საფეხბურთო ინტელექტი, ჩამოყალიბდა რამდენიმე ძლიერი მწვრთნელი, რთულია შეეწინააღმდეგო სამყაროს ლამაზად.
გუნდიდან წავიდნენ დეკუ, რონალდინიო, ძამბროტა, ედმილსონი, ლილიან ტურამი, შეიცვალა გუნდის მთლიანი სტრუქტურა, მოვიდა დანი ალვეში, რომელიც გაგვახსენებს ჰოლანდიელი კუმანის თანამედროვე ანალოგს. მოვიდნენ სეიდუ კეიტა, ხერარდ პიკე, აქცენტი გაკეთდა ჩავი-ინიეტა-მესის ტრიოზე, გუნდში დარჩა ეტოო, კანტერადან დაიმატა პედრო და სერხიო ბუსკეტსი.
იდეა თავიდანვე ასეთი იყო - მაქსიმალური ინდივიდუალიზმი გუნდურ თამაშში. არიგო საკი "მილანიდან" უკვე წასული იყო, ამიტომ ცოტამ თუ იცოდა ტოტალური ფეხბურთის დამარცხების ხერხები.
პირველ წელს თვით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერაფერი დაუპირისპირა "ბარსელონას". გუნდის თამაშის სტილი თითქოს სპონტანური იყო, ორგანიზებული ქაოსი მოედნის ცენტრში და მეტოქე უკვე ფსიქოლოგიურად დამარცხებულია.
როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, მნიშნელოვნად მიიჩნია მოთამაშეებთან ახლო კონტაქტი. მისი აზრით თავად გუნდმა უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ. ისინი უნდა მიხვდნენ იოჰან კრუიფის 1992 წლის ფინალური მატჩის სიტყვებს: " გადით და მიიღეთ სიამოვნება ფეხბურთისგან."
ერთადერთი საფეხბურთო სტილი, რომელიც გულშემატკივარს წარუშლელი შთაბეჭდილების ქვეშ აყენებს. გვარდიოლამ შეძლო ტოტალური ფეხბურთის ტრანსფორმაცია თანამედროვე ფეხბურთში.
იოჰან კრუიფი მეამბოხე და პრინციპული მწვრთნელი გახლდათ. პრინციპულობა არც გვარდიოლას "დაეწუნება". შეგვიძლია გავიხსენოთ იბრაჰიმოვიჩის მაგალითი, მაგრამ მაინც პეპმა შეცვალა დამოკიდებულება ფეხბურთელების მიმართ. მან დააჯერა ფეხბურთელებს, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ წარმატების მოტანა გუნდისთვის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]