ხავი მარტინესის მსხვერპლები
"ბარსელონას" ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ინტერესი გააჩნდა, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო თვალნათლივ ვხედავთ, რომ გამოკვეთილი პრიორიტეტი ჟორდი ალბა და ხავიერ მარტინესია. ალბა უკვე შეიძინა კლუბმა, თანაც საქმე სათავისოდ მოაწყო, მართალია იგი კლუბს 14 მილიონი ევრო დაუჯდა თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 7 მილიონს გადაუხდის "ვალენსიას" და მომავალ სეზონში კიდევ დარჩენილ 7 მილიონს, ვერაფერს იტყვი, საკმაოდ ჭკვიანური და ეშმაკური სვლაა.
ხშირად ვაწყდებით ისეთ სიტუაციას სადაც კატალონიურ კლუბს მსგავსი საქციელის გამო, რომ აკრიტიკებენ. თუმცა ამას იგივე ხალხი ამბობს, ვინც "ბარსელონას" საფეხბურთო სტილს მოსაბეზრებელს და არაეთიკურსაც კი უწოდებს. მერე რა? ამით კლუბს არაფერი არ უშავდება. მთავარი არის, რომ სათანადო დონის ფეხბურთელები შეძენილი იქნან რაც შეიძლება იაფად. როგორც ჩანს ტიტო ხავი მარტინესის დიდი თაყვანისმცემელია, იგი ჯიუტად ცდილობს, რომ ბასკი ხელში ჩაიგდოს. თუმცა ჩვენ ხომ უკვე ვიცით, რომ "ბარსელონა" უაზროდ ცდილობს, რომ ფული არ დახარჯოს? მარტინესს 40 მილიონ ევროდ აფასებენ. ამხელა ფულის გადახდა თუნდაც ასეთ ცნობილ და საქმეში ნაცად ფეხბურთელში მაინც სარისკოა.
კლუბის განკარგულებაში ამჟამად ტრანსფერებისათვის 26 მილიონი არის, რასაც შეიძლება, რომ დაემატოს 13-დან 15-მილიონამდე ევრო, რომელსაც კლუბი იმ შემთხვევაში მიიღებს თუ კი ადრიანო კორეიას და იბრაჰიმ აფელაის გაყიდვას გადაწყვეტენ. იბრაჰიმ აფელაის არ გაუმარლა, მიიღო ტრავმა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა გუნდში ყოფნა. რას იზამ ლამაზი თვალების გამო გუნდში არავინ გაგაცერებს, ფეხბურთში წარმოუდგენელია წამის დაჭერა და ისე გაჩერება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენს პოზიციაზე კლუბის აკადემიიდან მოდიან ისააკ კუენკა, ჟერარ დეულოფეუ და კრისტიან ტელიო. აქ იკვეთება შესაძლებლობა იმისა, რომ 3 მილიონად შეძენილ ფეხბურთელს(აფელაის კონტრაქტი სწორედ ამდენი დაუჯდა "ბარსელონას") უხეშად, რომ ვთქვა გააკეთებინო ფული, რომელსაც შემდგომში მოიხმარ ტიტოს ფავორიტის შესაძენად და ამით გზა მიეცემა კანტერანოებს. ძნელია ასეთი გზის არჩევის შემთხვევაში გააკრიტიკო კლუბის მესვეურები.
რაც შეეხება ადრიანო კორეიას, მასთან განშორება კლუბს წესით უფრო უნდა გაუჭირდეს ვიდრე მის ჰოლანდიელ თანაგუნდელთან. სასწორზე იდება ამ ფეხბურთელის უნივერსალიზმი, იგი ოთხ პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ძირითადი როლი მისი მდგომარეობს იმაში, რომ იგი დანი ალვეშის ხარისხიანი დუბლიორია. ერიკ აბიდალის ტრავმამ და მაქსველის "პ.ს.ჟ"-ში გადასვლამ მას სათამაშო პრაქტიკა მისცა დაცვის მარცხენა ფრთაზე, მაგრამ ახლა კლუბსი მოვიდა ჟორდი ალბა და მემგონი მას ეს გზაც მოეჭრა. მისი შეძენა უკვე კარგახანია სურს "ბაიერნსა" და "იუვენტუს". თუ კარგად ჩავუღრმავდებით მის თემასაც აუცილებლად გაგვახსენდება ორი სახელი და გვარი, მარტინ მონტოია და კარლეს პლანასი. ეს ის კანტერანოები არიან, რომლებიც ძირითადი გუნდის კარებს მუშტებს უბრახუნებენ უკვე და საჭიროა მათთვის კარის გაღება. მარტინ მონტოია უნიკალური მარჯვენაფლანგელია, მან სეგუნდაში "ბარსა ბ-ს" რიგებში იმდენად კარგად ითამაშა, რომ ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში გამოიძახა. მე არ მაგონდება სხვა, მსგავსი პრეცედენტი როდესაც ფეხბურთელი ნაკრებში უფრო ადრე ხდებოდეს ვიდრე ძირითად გუნდში. კარლეს პლანასი კი იმედისმომცემი 21 წლის მარცხენა მცველია. თუკი ადრიანოს გაყიდიან, მაშინ საჭირო აღარც იქნება მარტინ მონტოიას და კარლეს პლანასის წყალობით შემცვლელის ყიდვა, ვინაიდან ისინი უკვე არასებობენ. ტყუილად როდი დააწინაურეს ისინი ამ სეზონში ჯონათან დოს სანტოსთან ერთად.
ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი როლი ენიჭება კანტერას, უფრო ენდობიან და თუ კლუბიდან მიდიან კონტრაქტში განსაკუთრებულ პუნქტს უდებენ (გაიხსენეთ ალბერტ ბოტია, ბოიან კრკიჩი და ორიოლ რომეუ.) მიმდინარეობს კატალონიზაცია კლუბის, თუმცა ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. თანაბარი დონის უცხოელსა და ადგილობრივს შორის არჩევანი ადგილობრივის სასარგებლოდ ხდება. მადლობა ღმერთს, რომ კლუბი არ აპირებს ფულის ფლანგვას ბეილში, კავანში, ჰმშიკში, მოდრიჩში და ა.შ. კლუბი ცდილობს მზა პროდუქტი აკადემიიდან მიიღოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში "იშოპინგოს", როცა ამის უკიდურესი მომენტი დგება. ორ-სამ წელში ერთი ხმაურიანი ტრანსფერი სავსებით საკმარისია, თან წლიდან წლამდე სატრანსფერო თანხა გროვდება და კლუბს საშუალება ეძლევა 40-50 მილიონი იქონიოს საჭირო მომენტისათვის. ალბათ მსგავსი პოლიტიკის მიხედვით აპირებენ ნეიმარის შეძენას მომავალ წელს.
ხავი მარტინესის ტრანსფერს კი შეიძლება უწოდო სწორედ ის გარდაუვალი ტრანსფერი. იგი ახალგაზრდაა, უნივერსალია, ადაპტირებულია ესპანურ ფეხბურთთან და უამრავი ასულგრანელი მისი მეგობარია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]