"ბარსელონას" 4 ფეხბურთელი საუკეთესოთა შორის

"ბარსელონას" 4 ფეხბურთელი საუკეთესოთა შორის

გუშინ, UEFA-მ იმ 32 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელთაგანაც ერთ-ერთი 2011-12 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ბუნებრივია, საუკეთესოთა შორის "ბარსელონას" ფეხბურთელებიც მოხვდნენ. ამჯერად, ეს პატივი წილად ლიონელ მესის, ანდრეს ინიესტას, ჩავი ერნანდესსა და სესკ ფაბრეგასს ხვდათ.

UEFA ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვას მეორედ ატარებს. გასულ სეზონში, პირველი ადგილი ლიონელ მესიმ დაიკავა. მე-2 იყო ჩავი ერნანდესი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუსა და ანდრეს ინიესტას აჯობა. ათეულში მოხვდა "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელი ხერარდ პიკეც.

2011-12 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის 32 ფეხბურთელი იბრძვის. მათ შორის გამარჯვებულს UEFA-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენელი ჟურნალისტები გაარკვევენ. 14 აგვისტოს, ის 3 ფეხბურთელი დასახელდება, რომლებიც საუკეთესოს წოდებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. 2 კვირის შემდეგ, 30 აგვისტოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დროს, ჟურნალისტები ხმას უკვე დარჩენილ სამ ფეხბურთელს შორის მისცემენ და გამარჯვებულიც იქვე გამოვლინდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.