აგოსტინიო კა და ედგარ იე "ბარსა ბ"-ში ითამაშებენ
"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელები, აგოსტინიო კა და ედგარ იე კარიერას კატალონიელთა მე-2 გუნდში განაგრძობენ. აქამდე, ორივე ეს ფეხბურთელი ლისაბონის "სპორტინგში" თამაშობდა.
აგოსტინიო კა
დაიბადა 1993 წლის 24 ივლისს გვინეა ბისაუში. ფეხბურთის თამაში "ოეირასის" აკადემიაში დაიწყო. 2009 წელს, როგორც უკვე ნატურალიზებული პორტუგალიელი "სპორტინგში" გადავიდა. ლისაბონელთა 18-წლამდელთა გუნდში თამაშის დროს, კამ თავი ძალზე პერსპექტიულ ნახევარმცველად წარმოაჩინა. 2012 წელს გამართულ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, იგი პორტუგალიის ნაკრებში თამაშობდა.
ედგარ იე
1994 წელს დაბადებული ფეხბურთელი უნივერსალია. მას შეუძლია ითამაშოს როგორც დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ასევე შეტევაშიც. "სპორტინგში" იგი 2008 წელს, "ოეირასიდან" მივიდა და მას შემდეგ, ლისაბონელთა აკადემიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. "სპორტინგის" პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რიკარდო სა პინტუსთან მუშაობის წყალობით, მან ცენტრალური მცველის პოზიციაზე კარგად თამაშიც ისწავლა.
იე პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებებში რეგულარულად თამაშობდა, მაგრამ მან ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამის მიზეზი ტრავმა იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]