პირველ გუნდში ედგარ იეს დებიუტი შედგა
კატალონიის "ბარსელონა" "უესკას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0-4 დაამარცხა მეტოქე. აღნიშნულ შეხვედრაში შედგა "ბარსელონას" ახალგაზრდა მცველის ედგარ იეს დებიუტი. მან შეხვედრის 63 წუთზე ჟერემი მატიე შეცვალა.
მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის ძალიან ბედნიერია პირველ გუნდში დებიუტით და ახლა ორმაგად ბევრს ივარჯიშებს. იემ აღნიშნა, რომ მისთვის მისაბაძი მაგალითი ხერარდ პიკეა და ყოველთვის აღფრთოვანებული იყო მისი შესაძლებლობებით.
გვინეა-ბისუელ მცველს "ბარსა ბს" მიერ ჩატარებული 15 შეხვედრიდან ცხრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. შეგახსენებთ, რომ ის "ბარსელონაში" 2008 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" გადმოვიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]