ვილია "მანჩესტერთან" დაბრუნდება

ვილია "მანჩესტერთან" დაბრუნდება

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ასტურიელი თავდამსხმელი დავიდ ვილია მოედანს "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ ამხანაგურ მატჩში დაუბრუნდება.

როგორც იცით, გასული წლის დეკემბერში, საკლუბო მუნდიალზე თამაშის დროს, ვილიამ მარცხენა ფეხი მოიტეხა, რის გამოც, იგი თამაშს დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა. როგორც ცნობილია, 30 წლის თავდამსხმელმა სრული დატვირთვით ვარჯიში უკვე განაგრძო, მაგრამ ექიმები აჩქარებას მაინც არ აპირებენ. AS-ის ცნობით, ვილია "რაჯა ატლეტიკთან", "ესპანიოლთან" და "პარი სენ ჟერმენთან" გასამართ ამხანაგურ თამაშებს გამოტოვებს. გულშემატკივრებს მისი მოედანზე კვლავ ხილვა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ შეეძლებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.