დღის პირველი ვარჯიში დოს სანტოსის გარეშე
გუნდმა დღის პირველი სავარჯიშო სესია გამართა, რომელზეც მექსიკელი ნახევარმცველი, ჯონათან დოს სანტოსი არ იმყოფებოდა, რომელსაც მცირე დაზიანება აქვს.
ხუთშაბათს დილით ”ბარსელონამ” პირველი სესია ჩაატარა, რომელსაც დოს სანტოსი არ დაესწრო, რომელსაც მარჯვენა ფეხი აწუხებს. მან დღეს სპეციალური პროგრამით ივარჯიშა. ”სიუტატ ესპორტივაზე” პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი და ”ბარსა ბ”-ს 2 მოთამაშე იმყოფებოდა (სერხი რობერტო და ოიერი). გუნდი მეორე სავარჯიშო სესიას 19 საათზე ჩაატარებს.
”ბარსელონას” 3 ფეხბურთელი, ჟორდი ალბა, მარტინ მონტოია და კრისტიან ტელიო, რომლებიც ოლიმპიადაზე ასპარეზობდნენ დღეს, 16 საათზე მადრიდში ჩაფრინდებიან, საიდანაც ბარსელონასკენ აიღებენ გეზს. ისინი ვარჯიშებს ხვალიდან განაახლებენ.
სანაკრებო გამოძახებები
”ბარსელონას” ფეხბურთელი 15 აგვისტოს, სანაკრებო შეხვედრებში გამოიძახეს. მესი და მასკერანო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ ფრანკფურტში. ალვესი ბრაზილიას დაეხმარება შვედეთის წინააღმდეგ სტოკჰოლმში. აფელაი კი ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ჰოლანდიის ნაკრებს შეუერთდეს.



















ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]