ალბა 8 აგვისტომდე დაისვენებს

ალბა 8 აგვისტომდე დაისვენებს


მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის ვარჯიშის განახლება სურდა ტიტო ვილანოვამ გადაწყვიტა, რომ მან დაიმსახურა მცირა შესვენება და 8 აგვისტომდე არ ივარჯიშებს, როცა გუნდი გიოტენბურგში გაემგზავრება. დღის მეორე სესიაზე კი კვლავ ის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომლებიც დილით ვარჯიშობდნენ, თუმცა სესია ”სიუტატ ესპოტივას” პირველ მოედანზე ჩატარდა.

ჟორდი ალბა ”სიუტატ ესპორტივაზე” იმყოფებოდა ხუთშაბათს, როცა გუნდმა დღის მეორე სავარჯიშო სესია დაასრულა. ის შეხვდა ახალ თანაგუნდელებს და ტიტო ვილანოვას, რომელმაც მას მცირე შვებულება მისცა ევრო 2012-ზე და ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ. ალბას სურდა, რომ ვარჯიში რაც შეიძლება სწრაფად განეახლებინა, თუმცა ის გუნდს 8 აგვისტოს შეუერთდება, როცა გუნდი გიოტენბურგში, ”მანჩესტერ იუნაიტედთან” სათამაშოდ გაემგზავრება.

მონტოია და ტელიო პარასკევს დაბრუნდებიან

”ბარსელონას” კიდევ ორი ფეხბურთელი, მარტინ მონტოია და კრისტიან ტელიო, რომლებიც ასევე ოლიმპიადაზე ასპარეზობდნენ ბარსელონაში ხუთშაბათს დაბრუნდნენ. დაგეგმილია, რომ ისინი ვარჯიშს პარასკევს დილით განაახლებენ.

20 ფეხბურთელი ვარჯიშზე

ტიტო ვილანოვას განკარგულებაში პირველი გუნდის 18 წევრი იყო, ასევე ”ბარსა ბ”-ს 2 მოთამაშე, ოიერი და სერხი რობერტო. ჯონათან დოს სანტოსი მცირე დაზიანების შემდეგ კვლავ სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს.

მილიტოს ვიზიტი

გუნდმა პრე-სეზონის განმავლობაში პირველად ივარჯიშა ”სიუტატ ესპორტივას” პირველ მოედანზე. სესიია დაწყებამდე კი თანაგუნდელებთან გაბრიელ მილიტომ ისაუბრა.

პარასკევს გუნდი ვარჯიშს 9 საათზე გამართავს. სესიის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენციას ვიქტორ ვალდესი გამართავს.

ადრიანო ”პსჟ”-სთან საეჭვოა

ვარჯიშის დროს ადრიანომ მარცხენა ფეხის ქუსლში დარტყმა მიიღო. ექიმები მას დააკვრიდებიან და გადაწყდება, გაემგზავრება თუ არა ის პარიზში.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.