სესკი: ”გასულ სეზონში სისტემას არ ვერგებოდი”
”მოედნის ცენტრში თამაში ჩემთვის რთულია, რადგან მირჩევნია, უფრო მობილური ვიყო. ზოგიერთები, მათ შორის გვარდიოლა ამბობდნენ, რომ გასულ სეზონში რაღაც არ მყოფნიდა. ეს ჩემი ბრალი იყო, რადგან ვცდილობდი ის ვყოფილიყავი, ვინც არ ვარ. მე არ ვარ ჩავი, ინიესტა ან ტიაგო”.
სესკ ფაბრეგასმა აღიარა, რომ გასულ სეზონში მისი თამაში შორს იყო იმისგან, რასაც მივეჩვიეთ, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით საკუთარი თამაშის ჩვენებას შეძლებს: ”ტიტო ბავშვობიდან მიცნობს. მე 13 წლის ვიყავი, როცა ის გავიცანი. გვარდიოლას ტაქტიკაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი”.
”ინგლისში მე სხვა ფეხბურთს ვთამაშობდი და გუნდში სწრაფად ჩაჯდომა გამიჭირდა, რადგან დანარჩენები ძალიან კარგად არიან შეთამაშებულები. მოედნის ცენტრში თამაში ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან მეტი სივრცე მჭირდება და არც ისე კარგი ვარ სისწრაფეში”.
ფაბრეგასმა ასევე ახსნა, თუ რატომ ვერ გაამართლა იმედები: ”მე არაფერს ვითხოვ, მაგრამ ასეთია ჩემი თამაშის სტილი. მართალია, რომ ცოტა მოუწესრიგებელი ვარ, მაგრამ ეს ჩემი სტილია. ზოგიერთები, მათ შორის გვარდიოლა ამას მეუბნებოდნენ. ეს ჩემი ბრალია, რადგან ვცდილობდი ის ვყოფილიყავი, ვინც არ ვარ. მოედანზე მეტი სივრცე მჭირდება, რათა მაქსიმალურად მივიღო გუნდის მოქმედებაში მონაწილეობა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ძველ დონეზე დავბრუნდე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ წელს გაცილებით უკეთ ვითამაშებ, თუმცა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშითაც კმაყოფილი ვარ”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]