10 წელი ვალდესის დებიუტიდან
2002 წლის 14 აგვისტოს, "კამპ ნოუს" მინდორზე გამოჩნდა ახალგაზრდა 20 წლის მეკარე, რომელსაც შანსი ლუის ვან გაალმა მისცა. ეს ყველაფერი მოხდა ვარშავის "ლეგიასთან" მატჩში, სადაც "ბარსელონამ" 3:0 იმარჯვა.
2002/2003 წელს ვიქტორ ვალდეს გახდა "ბარსელონას" ძირითადი კიპერი. მან ჩაანაცვლა რობერტო ბონანო და ფრენკ რაიკაარდის მოსვლის შემდეგაც ვიქტორს კონკურენტი არ ჰყოლია.
მან თავისი პირველი ლა ლიგის ტიტული 2005 წელს მოიგო და იმ წელსვე მიისაკუთრა პირველი ზამორას ჯილდო.(დღეს ვალდესი ზამორას ჯილდოების რაოდენობით რეკორდსმენია რამალეტსთან ერთად. ორივეს 5-5-ჯერ აქვთ მოგებული). ვიქტორმა ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "ბარსელონამ" 2:1 დაამარცხა "არსენალი" პარიზში.
რეკორდსმენი
ვიქტორ ვალდესი გახლავთ მეკარე დიდებული რეფლექსებით და ძლიერი ინდივიდუალიზმით. გვარდიოლას ხელში იგი დაიხვეწა და შესანიშნავად აკეთებს პასებს, რაც ხშირად დადებითად აისახება გუნდის გამოსვლაში.
ამჟამად ვალდესს ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული "ბარსელონას" მეკარეებს შორის (457 შეხვედრა), ხოლო მთლიანად კლუბის ისტორიაში მეოთხეა ჩავის, პუიოლისა და მიგელის შემდეგ. კლუბთან ერთად მან მოიგო 3 ჩემპიონთა ლიგა, 5 ლა ლიგა, 2 საკლუბო მუნდიალი, 2 ესპანეთის თასი.
ვიქტორ ვალდესს ასევე მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი და ევრო 2012 ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, თუმცა აღსანიშნავია, რომ არცერთ შეხვედრაში მას არ დაუცვია "ფურია როხას" ღირსება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=SfjXWh1kXgI]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]