ვალდესი 12 წელია "ბარსას" კარს იცავს
12 წლის წინ ვიქტორ ვალდესს "ბარსელონას" პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი რადომირ ანტიჩის მწვრთნელობის დროს. ფეხბურთელმა კლუბის სისტემაში თამაში 1992 წელს დაიწყო და პირვლი გუნდის მთავარი კიპერის ადგილის დაკავება რობერტო ბონანოს ჩანაცვლებით დაიწყო. 2 წლის შემდეგ ის იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელმაც პრიმერა დივიზიონის ჩემპიონის ტიტულის 6 წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.
12 წლის შემდეგ მას მოგებული აქვს პრიმერას 5, ჩემპიონთა ლიგის 3, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 2, სამეფო თასის 2, ევროპის სუპერთასის 2 და ესპანეთის სუპერთასის 5 ტიტული. მეკარე ასევე მსოფლიოს 2010 წლის და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატების გამარჯვებულია.
გასულ სეზონში ვიქტორ ვალდესი გაუთანაბრდა ანტონი რამალიეტს, რომელიც ერთადერთი კიპერი იყო, რომელსაც ზამორას ჯილდო 5–ჯერ ჰქონდა მოგებული. ეს ჯილდო ყოველ სეზონში ეძლევა იმ მეკარეს, რომელიც პრიმერას შეხვედრებში ყველაზე ნაკლებ გოლს გაუშვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]