"ბარსელონა" მესის კარიერის ბოლომდე დარჩენას შესთავაზებს
კატალონიის "ბარსელონა" მზადაა თავის არგენტინელ ვარსკვლავთან, ლიონელ მესისთან კონტრაქტი მისი კარიერის დასრულებამდე გააფორმოს, იტყობინება AS.
თუ 25 წლის ფეხბურთელი დათანხმდა ეს იქნება მისი მეექვსე გახანგრძლივება კატალონიურ კლუბთან 2005 წლიდან მოყოლებით. "ბლაუგრანასთან" მესის მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 250 მილიონი ევროა.
არგენტინელი ადრე ამბობდა, რომ კარიერის ბოლოს სურვილი ექნებოდა "ნიუელს ოლდ ბოიზში" დაბრუნებაზე და სწორედ არგენტინაში ჩაატარებდა კარიერის ბოლო წლებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]