ჩავი: "პუიოლის წასვლის შესახებ არც მე და არც სხვას არაფერი გვითქვამს"
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გამოეხმაურა ჭორებს კატალონიური კლუბის 35 წლის კაპიტნის კარლეს პუიოლის სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლასთან დაკავშირებით.
"კარლეს პუიოლსა და კლუბს შორის მოქმედებს კონტრაქტი. არც მე და არც სხვას მიმდინარე სეზონის ბოლოს პუიოლის კლუბიდან წასვლის შესახებ არაფერი გვითქვამს.
ის ძალიან მშვიდად გამოიყურება, როგორც ყოველთვის." - განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიოლს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუნდის კაპიტნის გახშირებული ტრავმების გამო ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში პუიოლმა "ბლაუგრანას" ფორმა მხოლოდ ოთხ მატჩში მოირგო. მას ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]