ესპანეთმა პოლონეთის ნაკრები გაანადგურა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური მატჩი ესპანეთსა და პოლონეთს შორის. ეს იყო ესპანელებისთვის ბოლო მატჩი, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ისინი ძალიან კარგ ხასიათზე გაემგზავრებიან აფრიკაში, იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე 6:0 გაანადგურეს.
დელ ბოსკეს შეგირდები მთელი მატჩის მანძილზე სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ჩავის და დავიდ სილვას დამსახურებაა. მატჩის მე–12 წუთზე ინიესტა მაარცხენა ფლანგიდან ძალიან კარგად გაიჭრა. მისი ჩაწოდების შემდეგ დავიდ ვილამ თავისი 38–ე გოლის გატანა მოახერხა ესპანეთის მაისურით. 2 წუთის შემდეგ ვილას, ხავის და ინიესტას შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ, "ვალენსიას" ვარსკვლავმა, დავიდ სილვამ ორამდე გაზარდა ესპანელთა უპირატესობა. პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში, 52–ე წუთზე, ხავის გადაცემის შემდეგ, ხაბი ალონსომ ძლიერად დაარტყა, რის შემდეგაც ბურთი ერთ–ერთ პოლონელ მცველს მოხვდა, დარტყმის მიმართულება შეიცვალა და ანგარიში 3:0 გახდა. ფაბრეგასმა 54–ე წუთზე ხავი შეცვალა. ამის შემდეგ 4 წუთი არ იყო გასული, რომ "არსენალის" კაპიტანმა მეოთხე გოლი გაიტანა. ექვსივე ცვლილების გამოყენების შემდეგაც კი, ესპანეთის ნაკრები შესანიშნავად გამოიყურებოდა. ტრავმა ახალ მოშუშებულმა, ფერნანდო ტორესმა, პედროს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ხუთამდე გაზარდა ევროპის ჩემპიონების უპირატესობა. მატჩს წერტილი მე–80 წუთზე ახალგაზრდა ვარსკვლავმა, პედრო როდრიგესმა დაუსვა და ტაბლოზე 6:0 დააფიქსირა.
ამ თამაშით "წითელმა ხარებმა" კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონობის ერთ–ერთი უმთვრესი კანდიდატები არიან.
წყარო: goal.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]