”ხეტაფე” - ”ბარსელონა”. გამორჩეული ფეხბურთელები
ტიტო ვილანოვა / ხორდი როურა
არა ინიესტა, არა სანჩესი, არა ალბა, არა ალვესი, არა მესი, არა მასკერანო (ბოლო ორმა მეორე ტაიმში ითამაშა). პირველი სამი ტრავმირებული გახლავთ, დანარჩენებმა კი გუნდთან ერთად მხოლოდ 2 ვარჯიში ჩაატარეს. სანაკრებო მატჩების შემდეგ ”ბარსას” ყოველთვის უჭირდა თამაში და ის, რომ გუნდს ”კოლისეუმ ალფონსო პერესზე” უწევდა თამაში ვითარებას კიდევ უფრო ართულებდა.
ტიტო ვილანოვამ, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო გუნდს სათადარიგო სკამიდან მითითებებს ვერ აძლევდა მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ძირითადში ძალების მქონე ფეხბურთელები დააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესის, ალვესის და მასკერანოს ნაცვლად მოედანზე მონტოია, სესკი, ტიაგო, ტელიო და პუიოლი გამოჩნდნენ. ტიტო ვილანოვას გეგმა - რომელიც ხორდი როურამ განახორციელა შესრულდა. ორივე ვინგერმა, ადრიანომ და მონტოიამ ”ხეტაფეს” ფლანგის მცველები ტელიოს და პედროს დახმარებით დაჩაგრეს. სესკი, ტიაგო და ჩავი ცენტრიდან საჯარიმოში შეჭრით ”ხეტაფეს” მცველებს კართან ახლოს ტოვებდნენ. პიკე-პუიოლის წყვილს კი იმედები არ გაუცრუებია. საბოლოო ჯამში ტიტო ვილანოვას გეგმა საკმარისი აღმოჩნდა, რათა ”ბარსას” დაემარცხებინა ”ხეტაფე”, რომელმაც 2 ტურის წინ ”რეალი” დაამარცხა.
ჩავი ერნანდესი
ჩავი, რომელმაც 101 გადაცემიდან 93.1% ზუსტად შეასრულა ირგვლივ იკრებდა ”ხეტაფეს” ნახევარმცველებს და სივრცეებს უთავისუფლებდა თანაგუნდელებს. ჩავი ”ბარსელონას” გულშემატკივრებმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 90 წუთის შემდეგ ჩავიმ განაცხადა: ”თავს კარგად ვგრძნობ. ტიაგომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, როგორც სესკმა. ბუსკეტსი როგორც ყოველთვის უკნიდან გვამარაგებდა. ყველამ კარგად ვითამაშეთ და დავიმსახურეთ გამარჯვება”.
ტიაგო ალკანტარა
სასიხარულო იყო ტიაგო ალკანტარას კვლავ მოედანზე ხილვა იმ ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც ფეხბურთელმა ლონდონის ილიმპიადა და გუნდის პრე-სეზონი გამოტოვა. ახალგაზრდა ფეხბურთელი კარგად ასრულებდა ჩავის თამაშის სტილის მანერებს. ის ტრავმირებულ ინიესტას ცვლიდა. ტიაგომ გუნდის ნახევარდაცვას თავდაჯერება შემატა. ის ასრულებდა შესანიშნავ დრიბლინგს და უზუსტესს გადაცემებს - მისი გადაცემების 96.8% ზუსტი იყო.
სესკ ფაბრეგასი
სესკისთვის ადვილი არ იყო ეს სანაკრებო პაუზა, რადგან მედიაში მასზე ბევრი რამ დაიწერა. ტიტომ ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მატყუარა ცხრიანის პოზიციაზე გაამწესა (მეორე ტაიმში მოედანზე მესის შესვლამდე). ადრიანომ შეხვედრაში ანგარიში სესკის ლამაზი დრიბლინგის და დაგორებული გადაცემის შემდეგ გაიტანა. მეორე ტაიმში სესკის შეასნიშნავი გადაცემის შემდეგ გაიტანა გოლი დავიდ ვილიამ. 2 საგოლე გადაცემა 90 წუთში. ამას გარდა ის ძალიან კარგად კომბინირებდა ტიაგოსთან და ჩავისთან. მეორე ტაიმში ტიაგოს გასვლის შემდეგ სესკმა ახალგაზრდა ფეხბურთელის პოზიცია დაიკავა. ის გუნდს ბურთის ფლობაში ძალიან დაეხმარა (67.1% ”ბარსელონას” ბურთის ფლობა).
ლეო მესი
6 გოლი ლა ლიგის 4 შეხვედრაში. მესიმ პერუსთან ძალიან უხეშ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა სამშაბათს, მაგრამ გუშინ 31 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ 2 გოლი გაეტანა და გაეზარდა უპირატესობა პიჩიჩის ტიტულისთვის ბრძოლაში. არგენტინლმა 59-ე წუთზე ტიაგო ალკანტარა შეცვალა. 4 წუთის განმავლობაში მან 2-ჯერ აიღო მოიას კარი. პირველი მათგანი მან 11 მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, რომელიც პედროს წაქცევისთვის დაინიშნა. მეორე გოლი კი მარტინ მონტოიას გამჭოლი გადაცემის შემდეგ გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]