ბუსკეტსი: ”ჩემპიონატი ახალი დაწყებულია”

ბუსკეტსი: ”ჩემპიონატი ახალი დაწყებულია”


სერხიო ბუსკეტსისთვის გამარჯვებები პამპლონაში და ხეტაფეში, სადაც გუნდი შარშან დამარცხდა სასიხარულოა, თუმცა მას ესმის, რომ ”ყოველი ჩემპიონატი განსაკუთრებული და წინ კიდევ ბევრი თამაშია”. 8 ქულის შესახებ, რომელიც ”ბარსელონას” და ”რეალს” აშორებს ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეს ზეწოლას არ ახდენს გუნდზე. ბუსკეტსმა განაცხადა, რომ ”გუნდი ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის თამაშობს და არ გვაინტერესებს როგორ თამაშობენ სხვები”.

გუნდი საკუთარ თავზეა კონცენტრირებული

სერხიომ არ ისურვა კომენტარის გაკეთება მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელის განცხადებაზე, რომელიც მოურინიომ ”სევილიასთან” მატჩის შემდეგ გააკეთა. ის აგრძელებს დარწმუნებას, რომ გუნდი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არ აინტერესებთ რა ხდება მადრიდის ”რეალში”. ”ჩვენ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულები. წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა. ყველა მათგანში ჩვენ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. მე იქ არ ვიმყოფები და არ ვიცი მათი ამბები. სხვაობა გაკვირვებას იწვევს, თუმცა ლა ლიგა ახალი დაწყებულია. ახლა კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ჩავატაროთ კარგად”.

სერხიო ბუსკეტსმა ცოტა ხნის წინ 4 წლის იუბილე აღნიშნა მას შემდეგ, რაც პირველად მოირგო ”ბარსელონას” პირველი გუნდის ფორმა. ”ყველაფერი სწრაფად მოხდა. სიმართლე გითხრათ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუკი ამდენ ტიტულს მოვიგებდი. ძალიან ბედნიერი ვარ. ”ბარსას” რიგებში მრავილი წლის მანძილზე მსურს თამაში, ასევე მსურს, რომ გუნდმა ბევრი ტიტულები მაჩუქოს” - განაცხადა ნახევარმცველმა.

ბოლოს მე-16 ნომერმა განაცხადა, რომ ტიტო ვილანოვა მას ისეთ სტილში თამაშს სთხოვს, როგორსაც პეპ გვარდიოლა თხოვდა. ”ბევრი რამ კონკრეტულ მეტოქეზეა დამოკიდებული”. ასევე მან ტიაგო ალკანტარაზეც გააკეთა კომენტარი: ”ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის და ის ძალიან გვაკლდა. ის ბევრ რამეს გვმატებს და ამაში ეჭვი არავის ეპარება. ტიოგო უმაღლესი კლასის ფეხბურთელია დიდი პოტენციალით. ის ძალიან ახალგაზდრაა და მომავალში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება”.

ნაწყენია პუიოლის ტრავმის გამო

სერხიო ბუსკეტსმა წუხილი გამოთქვა შაბათს, ”ხეტაფესთან” შეხვედრაში კარლეს პუიოლის დაშავების გამო. ”ის დაგვაკლდება, რადგან გუნდს ბევრ რამეს აძლევს და იმიტომ, რომ ის კაპიტანია. ის ყოველთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი. სამწუხაროდ ტესტებმა მატჩის შემდეგ დასმული დიაგნოზი დაადასტურეს”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.