ტიტო: ”ბოლო 4 წლის წარმატების განმეორება? შეუძლებელი არაფერია”

ტიტო: ”ბოლო 4 წლის წარმატების განმეორება? შეუძლებელი არაფერია”


”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა ხვალ, მოსკოვის ”სპარტაკთან” გასამართი შეხვედრის წინ. ტიტომ ასევე აღნიშნა, რომ გუნდი ბოლო წლებში მიღწეული წარმატების განმეორებას შეეცდება.

ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა ”უემბლიზე” ფიქრი (2012/13 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ”უემბლიზე” იმართება). ჩვენ ჯგუფური ეტაპის კარგად დაწყება გვჭირდება. ჩემპიონატში მადრიდის ”რეალთან” 8 ქულიანი უპირატესობა? ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირია და ახლა მასზე ვართ კონცენტრირებულები. არ ვფიქრობ, რომ სტარტზე 4 შეხვედრის მოგების გამო ფეხბურთელები ეიფორიაში არაინ. მათ ძალიან ბევრი გამარჯვებები აქვთ როგორც ”ბარსასთან”, ასევე ეროვნულ ნაკრებებთანაც ერთად მოპოვებული.

დავაყენებ თუ არა დავიდ ვილიას ძირითად შემადგენლობაში? დავიდმა შესანიშნავად ითამაშა იმ დროის განმავლობაში, რა დროც მას მივეცი. ვნახოთ, როგორ იგრძნობენ ხვალ თავს ჟორდი ალბა და ალექსის სანჩესი. თუკი ალექსისი ნორმალურად ვარჯიშს შეძლებს, მაშინ ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად იქნება. პუიოლი ჯერ სათამაშოდ მზად არ არის, თუმცა პიკე და მასკერანო მთელი სეზონის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებენ. რაც შეეხება აბიდალს, მის დაბრუნებას მანამდე დავუცდით, რამდენიც საჭირო იქნება. ასეთ სიტუაციაში ბევრი ვერ იპოვის ძალას, რათა დაბრუნდეს.

გუნდის ბოლოს 4 წლის წარმატების განმეორება? შეუძლებელი არაფერია. ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება” - ვილანოვას სიტყვებს გუნდის ოფიციალური ”ტვიტერი” ციტირებს.

 

"მატჩი "ვალენსიასთან" არასდროს არ იყო ადვილი. უნაი ძალიან ჭკვიანია და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ვფიქრობ "სპატაკის" მხრიდან იმ სტილს შემოგვთავაზებს, რომელსაც "ვალენსიაში იყენებდა. "სპარტაკმა" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზოს. ეს შესანიშნავი გუნდია რომელსაც შეუძლია კარგად გამოიყენოს კონტრშეტევები, ალბათ მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება" - დაასრულა ვილანოვამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.