”ბარსელონა” - ”სპარტაკი”. ტიაგო მატჩის წინ

”ბარსელონა” - ”სპარტაკი”. ტიაგო მატჩის წინ


სამშაბათს ტიაგო ალკანტარამ პრეს-კონფერენცია გამართა. ეს მან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე 1 დღით ადრე და ტრავმის შემდეგ დაბრუნებიდან 3 დღის შემდეგ გააკეთა, როცა შაბათს ”ხეტაფესთან” ითამაშა. ”იმ შეხვედრაში ჩემი თავისგან ასეთ თამაშს არ მოველოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ კარგად თამაში შემეძლო. მატჩის განაცხადში მოხვედრა და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლის. თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებენ, რათა უკეთ გახდე. ფიზიოთერაპევტებმა და ექიმებმა კარგი სამუშაო ჩაატარეს. აღდგენა სწრაფად მოვახერხე” - განაცხადა ტიაგომ.

გამოცდილება

11-მა ნომერმა განაცხადა, რომ ტრავმის დრო ის უფრო გამოცდილი გახდა. ”მოთმინება გამოვიჩინე. ფიზიკური ფორმის მხრივ გასულ სეზონთან შედარებით უკეთ ვარ. მთავარი იყო საჭირო დროს გაჩერება. მე არ ვწუხვარ” - განაცხადა ტიაგომ და დაამატა, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად არის და სრულად დაძლია ტრავმა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ნახევარმცველი ამბობს, რომ აწმყოთი ცხოვრობს. ”დაუგეგმავი დასვენების შემდეგ თავს გუნდის ახალწვეულად ვგრძნობ. არადა ტრავმის შემდეგ ახალი დაბრუნებული ვარ”.

ჩემპიონთა ლიგის მომხიბვლელობა

ტიაგოს აზრით ”ჩემპიონთა ლიგა ყველა ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირია. თამაში ძალიან მაღალ დონეზე ფასდება, რადგან ცოტა შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ჩვენ ყველა შეხვედრაში თავის კარგად წარმოჩენას ვგეგმავთ. ყველა ტურნირში გამარჯვების სურვილით ვთამაშობთ”.

ბოლოს ტიაგომ ”ბარსას” სხვა ნახევარმცველებზე მის შედარებაზე გააკეთა კომენტარი. კერძოდ მან განაცხადა, რომ ”ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია. ზოგი კარგად ერთვება შეტევაში, ზოგი კარგად კითხულობს თამაშს და ა.შ. ”ბარსაში” ისე აკეთებენ, რომ ერთად თავი კარგად ვიგრძნოთ”. როცა მას სესკზე შეეკითხნენ განაცხადა: ”ეჭვები მასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. სესკი დიდებული მოთამაშეა, რომელიც ამ გუნდის ნაწილია. ვარჯიშებზე სრულად იხარჯება. ის ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.