ტიაგო: ”ეს ძალიან, ძალიან კარგი სტარტია”

ტიაგო: ”ეს ძალიან, ძალიან კარგი სტარტია”

 

ეს ძალიან, ძალიან კარგი სტარტია. ამაზე უკეთესი შედეგი წარმოუდგენელია, ჩვენ ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 6 შეხვედრაში ვიმარჯვეთ. გასაკვირია, თუკი ვინმეს გუნდის სიძლიერეზე ეჭვები აქვს” - განაცხადა ტიაგომ გუნდის 2012/13 სეზონის სტარტზე. ასევე ნახევარმცველმა დაამატა: ”ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ”.

 

ესპანელმა განაცხადა, რომ გუნდი აგრძელებს გაუმჯობესებას მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის ყველა შეხვედრაში იმარჯვა. ”ჩვენ სათამაშო რითმში შევდივართ. ლა ლიგა ახალი დაწყებულია და ყველა გუნდი ჩვენს მდგომარეობაშია. ჩვენ ახლა კარგ დონეზე ვიმყოფებით, თუმცა ამის კიდევ უფრო გაუმჯობესება გვსურს, რათა სეზონის ბოლოს კარგ პოზიციაზე ვიყოთ”.

 

ამბიციური გუნდი

ტიაგომ ასევე ”გრანადასთან” შეხვედრაში მესის და ვილიას შორის მომხდარ შელაპარაკებაზე გააკეთა კომენტარი. ”ეს ნორმალურია. ეს უბრალო კამათი იყო, ისინი გამოუყენებელ მომენტზე საუბრობდნენ. ჩვენ ძალიან ამბიციურები ვართ, რის გამოც ცხარე მოქმედებები გვიწევს. ეს მომენტი ასახავს, თუ როგორი ამბიცია აქვს ფეხბურთელს და გუნდს”.

 

ტიაგო პრივილეგირებულია

 

ტიაგო მოხარული დიდ ფეხბურთში დაბრუნების გამო: ”თავს დიდებულად ვგრძნობ, აღდგენამ კარგად ჩაიარა. უკვე იმ ფორმას ვუბრუნდები, როგორშიც ტრავმის მიღებამდე ვიყავი”. ის თავს ასევე პრივილეგირებულად გრძნობს იმის გამო, რომ ”ბარსას” ნახევარდაცვაში თამაშობს: ”მე ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც მომწონს. მე ერთი მხრივ ვიცავ საკუთარი გუნდის კარებს და ასევე ვუტევ მეტოქე გუნდებს”.

 

ტიაგომ დასასრულს თანაგუნდელების შესახებ გააკეთა კომენტარი: ”გუნდში შესანიშნავი ნახევარმცველები არიან და ბოსს ძირითად შემადგენლობაში ნებისმიერი მათგანის დაყენება შეუძლია. ეს შეჯიბრი ძალიან კარგია ჩვენს შორის, რაც ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.