”ბარსელონა” - ”სპარტაკი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”სპარტაკი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ


კრისტიან ტელიო: ”მე ძალიან გახარებული ვარ გამარჯვებით და 3 ქულის მოპოვებით, ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია. გუნდმა ყველაფერი გააკეთა და ეს ყველამ ნახა. მოხარული ვარ, რადგან მწვრთნელი მენდობა და 2 გოლში მონაწილეობა მივიღე - გავიტანე პირველი გოლი და ლეოს საგოლედ ვუპასე. ვაკეთებ იმას, რასაც ბოსი მეუბნება, მითხრა, რომ ჩემი შანსები გამომეყენებინა. ლეომ გადაცემის გამო მადლობა გადამიდახა, მის გამო ბედნიერი ვარ. ლეომ თამაშის ბედი გადაწყვიტა, როგორც აკეთებს ხოლმე”.

ლეო მესი: ”ჩვენ რთულ შეხვედრაში გავიმარჯვეთ. რთულია შედეგის შემოტრიალება, როცა მეტოქე საკუთარ საჯარიმოში იკეტება. მათ სწრაფი თავდამსხმელები ჰყავთ და კარგ კონტრშეტევებს აკეთებდნენ. სამწუხაროა, რომ პიკე დაშავდა. ის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის, როგორც პუიოლი, თუმცა გუნდმა საკმარისი ფეხბურთელებია, რათა ისინი შეცვალონ. ერთადერთი რაც გვსურს ტიტულების მოგებაა და სწორ გზაზე ვიმყოფებით. ჩემი გოლები მნიშვნელოვანი მხოლოდ მაშინაა, თუ გუნდს გამარჯვებაში ვეხმარები”.

პედრო როდრიგესი: ”ეს ძალიან რთული მატჩი იყო კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც კარგად შეუძლია ბურთის გათამაშება შეტევაში წასვლისას. არი და ემენიკე მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. შეცვლების შემდეგ ზონები გაიხსნა. ალექსისი ცენტრში დადგა - 9 ნომრის პოზიციაზე, მას დიდი სივრცე მიეცა. გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ. ჩვენი ჯგუფი ადვილი არ არის და ყველა მატჩს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ”.

 

ჩავი ერნანდესი: ”ტრავმირებული ფეხბურთელები ძალიან მნიშვნელოვანები არიან. პიკე და პუიოლი დიდ ძალას წარმოადგენენ, თუმცა გუნდს მათი შეცვლა შეუძლია. ჩვენ შაბათის მატჩზე ვფიქრობთ, კლასიკომდე 2 შეხვედრა და ჩემპიონთა ლიგის კიდევ 1 მატჩია. კარგი იქნება, თუკი პიკე და პუიოლი კლასიკომდე დაბრუნდებიან, თუმცა კარგი გუნდი გვყავს, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ბუსკეტს, სონგს და მასკერანოს შეუძლიათ თამაში. თამაშის შემოტრიალება შევძელით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.

დანი ალვესი: ”ისინი მატჩს დაცვითი ტაქტიკით მიუდგნენ და საქმე გაგვირთულეს. რთულია ასეთ გუნდებთან თამაში. შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ არ მიმდინარეობდა. ფეხბურთში მნიშვნელოვანი შეტევაა. საბოლოოდ გამარჯვება მოვახერხეთ. ვიქტორს ბოდიშს ვუხდი, ადრე ეს არასდროს მომსვლია”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.