”ბარსელონა” - ”გრანადა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”გრანადა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ


ჩავი ერნანდესი: ”ეს 3 ქულა კარგად ორგანიზებული ”გრანადას” წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ძალიან დისციპლინირებულად თამაშობდნენ. ეს ძალიან გართულებული შეხვედრა იყო, თუმცა 3 ქულა ავიღეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ტონიო შესანიშნავი იყო, მან ძალიან ბევრი ბურთი აიღო. მისი დამარცხება მხოლოდ შორეული დარტმით შეიძლებოდა. მოხარული ვარ გატანილი გოლის გამო და გუნდის გამო. ჩვენ გავიმარჯვეთ. გასულ სეზონში ასეთ შეხვედრებში ვერ ვიმარჯვებდით, მაგრამ დღეს შევძელით. ახლა ვნახოთ როგორ ითამაშებს ”რეალი”, ჩვენ ჩვენი დავალება შესანმიშნავად შევასრულეთ, ვნახოთ როგორი სხვაობა იქნება ხვალ”.

დანი ალვესი: ”ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელი სხვებზე მნიშვნელოვანი იყო. რთული სათქმელია, რომ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. ისინი მთელი მატჩი კარგად თამაშობდნენ. მათ კართან მაინც ვახერხებდით მომენტების შექმნას, თუმცა ტონიო შესანისშავი იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 3 ქულის აღება ისეთ გუნდებთან, რომლებიც საჯარიმოში იკეტებიან, ჩვენ მომთმენები უნდა ვიყოთ და დაველოდოთ შანსს. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს ჩვენი ფილოსოფია და ძლიერი შრომის შედეგია. მუშაობა ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან ასეთი ტიპის გუნდებთან შეხვედრა კიდევ მოგვიწევს”.

სესკ ფაბრეგასი: ”ვიცით, რომ ჩვენთან ყველა გუნდი ძლიერად თამაშობს. მეორე ტაიმში გუნდმა კარგი რეაგირება მოახდინა. ტონიომ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ჩვენ შევქმენით მომენტები, თუმცა ის ყველაფერს იღებდა. დასაწყისი მნიშვნელოვანია. სეზონის მიმდინარეობისას იქნება მომენტები, როცა ასე კარგად ვერ ვითამაშებთ, ამიტომაც ქულები უნდა დავაგროვოთ. შესანიშნავია ის, რომ 15 ქულიდან ყველა ავიღეთ. თავს უკეთ ვგრძნობ, თუმცა 1 გოლი მჭირდება. მეორე ტაიმში 3 მომენტი მქონდა, თუმცა მეკარემ ყველა აიღო. მთავარია ის, რომ გუნდმა მოიგო და თავს კარგად ვგრძნობთ. მთავარი თანაგუნდელზე დახმარებაა, ამ შეხვედრაში ჩავიმ გაიტანა, ამიტომ ბედნიერი ვარ. ეს მნიშვნელოვანი კვირაა, რამდენიმე თავისუფალი დღე გვაქვს, ამ დღეებს ოჯახთან გავატარებ. შემდეგ კი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ მოდუნება არ შეგვიძლია, რადგან ”რეალი” ყოველთვის კარგად რეაგირებს”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.