ბრაიანტი მესის ადგილის გაცვლას სთავაზობს

ბრაიანტი მესის ადგილის გაცვლას სთავაზობს

ამერიკული "ნბა"-ს ლიდერი გუნდის, ლოს-ანჟელეს "ლეიკერსის" ვარსკვლავი ევროპაში ჩამოვიდა, რათა რეკლამა გადაიღოს, სადაც იგი "ბარსელონას" ვარსკვლავთან, ლიონელ მესისთან იქნება. კობიმ განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი მას ადგილი გაუცვალოს. 

 

ორივე სპორტსმენი მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთი ავიაკომპანიის სარეკლამო რგოლში. ბრაიანტი კი უკვე დიდი ხანია "ბლაუგრანას" ქომაგობს და განაცხადა, რომ სიამოვნებით გაუცვლიდა მესის ადგილს. 

 

"საინტერესო და კრეატიული იქნებოდა, რომ მე ერთი კვირა "ბარსელონაში" გამეტარებინა, მესის კი ერთი კვირა "ლეიკერსში" ეთამაშა" - განაცხადა ხუმრობით კობიმ. 

 

"როგორი იქნება ახალი რეკლამა ? რა თქმა უნდა ლიონელი ფეხბურთს ითამაშებს, მე კი კალათბურთს..." - დაასრულა ბრაიანტმა. 

 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი "ბარსელონას" 2011 წელსაც ესტუმრა და გუნდთან ერთი ვარჯიშიც ჩაატარა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.