მესი: ”გასახდელში ყველაფერი კარგადაა”

მესი: ”გასახდელში ყველაფერი კარგადაა”


ლეო მესიმ ნებისმიერი ეჭვები უარყო დავიდ ვილიასთან მის ურთიერთობაზე მას შემდეგ, რაც ”გრანადასთან” მატჩის დროს შელაპარაკება მოუვიდათ. არგენტინელმა, რომელიც ”ბარსა ტვ”-ს გადაცემა ”El Marcador”-ში მიიწვიეს განაცხადა, რომ ”არ შეიძლება პრობლემის იქ ძებნა, სადაც ის არ არის. გასახდელში ყველაფერი კარგადაა. ასეთი რამ ხდება მატჩებში, სადაც გუნდს სურს გოლის გატანა, რათა ყველაფერი გაადვილდეს და მოვიპოვოთ გამარჯვება. ეს ასევე ხდება ვარჯიშებზე. მე და ვილიას არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ყველაფერი პირიქითაა” - განაცხადა მან. მესიმ ასევე განაცხადა, რომ ”ასეთი მომენტები აჩვენებენ გუნდის ხასიათს, გამარჯვების სურვილს და კარგად ასრულებს თავის ფუნქციას. ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან უკეთესი გვსურს. დაძაბულობა ასეთი რეაგირებისკენ მოგვიწოდებს” - განაცხადა მესიმ.

 

კარგი დასაწყისი

 

რაც შეეხება გუნდის სტარტს ლა ლიგაში, სადაც ”ბარსელონამ” 15 ქულიდან ყველა აიღო არგენტინელმა განაცხადა: ”ასე უნდა გავაგრძელოთ, თანაც წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ასეთი სტარტი პოზიტიურია. ჩვენ არ ვკარგავთ ქულებს სეზონის სტარტზე, როგორც წინა სეზონებში ხდებოდა” - განაცხადა მესიმ.

 

მესიმ აღიარა, რომ გუნდი ფიზიკურად ბოლომდე მზად არ არის, რაც ”გრანადასთან” შეხვედრაში დამტკიცდა. ”პირველ ტაიმში ჩვენ ძალიან ნელ ტემპში ვმოქმედებდით, თუმცა მეორე ნახევარში ვპოულობდით ზონებს და ვქმნიდით საგოლე მომენტებს. რთულია ისეთ გუნდებთან თამაში, რომლებიც საკუთარ საჯარიმოში იკეტებიან. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რადგან სისწრაფე გვაკლდა. თუკი გუნდი იმარჯვებს მაშინ, როცა კარგ ფორმაში არ ვართ, მაშინ წინ უფრო გაგვიადვილდება”.

 

საკუთარი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზანი არ აქვს

 

მესი, რომელმაც გასულ სეზონში ”ოქროს ბურთი” მოიგო და გაიტანა 73 გოლი არ გეგმავს საკუთარი რეკორდების გაუმჯობესებას. ”ჩემი მიზანი საკუთარი მაჩვენებლების გაუმჯობესება ან გოლების გატანა არ არის. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდმა გამარჯვებების გააგრძელოს. თუკი გოლი გამაქვს, მაშინ ეს უკეთესია. ნებისმიერ შემთხვევაში გუნდს დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მეტოქის კარი დალაშქროს” - დაასრულა არგენტინელმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.