როსელი: ”ჩავი ჩვენთვის გამორჩეული ფეხბურთელია”

როსელი: ”ჩავი ჩვენთვის გამორჩეული ფეხბურთელია”

 

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბი მთელი ძალებით შეეცდება, რომ ჩავი ერნანდესმა კარიერა კატალონიურ გრანდში დაასრულოს.

 

თავად ფეხბურთელის აგენტმა გუშინ განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მას უკვე მიმართა კლუბის წარმომადგენლებმა. ესპანელს ”ბარსას” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

 

ჩავი ”ბარსელონასთვის” გამორჩეული ფეხბურთელია. ის ჩვენი კლუბის ისტორიას ქმნის” - განაცხადა სანდრო როსელმა ”AS”-თან ინტერვიუში.

 

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული იმისთვის, რომ ჩავი გუნდში დარჩეს. ასევე ვიმედოვნებთ, რომ თავად ფეხბურთელს ექნება იმის სურვილი, რომ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ კლუბში დაასრულოს” - განაცხადა როსელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.