როსელი: ”ყველაფერს ვაკეთებ, რათა პეპი გუნდში დარჩეს”
საფეხბურთო სამყარო და ”ბარსელონას” გულშემატკივრები კვლავ ღელავენ იმის გამო, რომ კვლავ არ არის მიღწეული შეთანხმება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პეპ გვარდიოლასთან.
კატალონიელმა სპეციალისტმა ჩამოაყალიბა წესი, რომლის თანახმადაც ის კლუბთან მხოლოდ 1 წლის აგრძელებს ხელშეკრულებას. სანდრო როსელმა დაჯილდოვების ცერემონიაზე, სადაც ”ბარსა” 2011 წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს ამ თემაზე ისაუბრა.
”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ პეპ გვარდიოლა გუნდში დარჩეს. ეს საკითხი კი მხოლოდ მის გადაწყვეტილებაზე და სურვილზეა დამოკიდებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს სეზონებში პეპ გვარდიოლა ჩვენთან ერთად იქნება. ეს არის ის, რაც ყველა გულშემატკივარს და სოსიოებს სურთ” - განაცხადა სანდრო როსელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]