დიდი იმედები H ჯგუფის "მძიმეწონოსან" ესპანეთის ნაკრებში
ესპანეთის ნაკრებს ამხელა შესაძლებლობები და მოტივაცია არასოდეს ქონია, მათ უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მიეცათ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულებისა და "ბარსელონას" რეკორდულად დასრულებული უკანასკნელი სეზონის გამო, სწორეთ "ბლაუგრანას" შემადგენლობაა ესპანეთის ნაკრების ძირითადი ბირთვი და ისინი საკუთარ თავზე იღებენ გუნდის ლიდერობას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ლა რიოხა" ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტია.
ესპანელები H ჯგუფში ჩილესთან, შვეიცარიასთან და ჰონდურასთან ერთად მოხვდნენ და საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეთ. მათი სავარაუდო მეტოქეები ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" პირველ ან მეორე ადგილზე გასული გუნდი იქნება. შეგახსენებთ რომ ამ ჯგუფში ბრაზილია და პორტუგალია ასპარეზობენ და სავარაუდოდ ესპანეთის კონკურენტი ამ ორი ნაკრებიდან გაირკვევა.
აქამდე ესპანეთის საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი იყო შორეულ 1950 წელს, ხოლო წლევანდელი შემადგენლობა: ძალიან გამოცდილი იკერ კასილიასი კარში, შესანიშნავი დაცვის ხაზი, მომაჯადოვებელი ჩავისა და ინიესტას დუეტი ნახევარდაცვაში და მეტოქეთა "განმგმირავი" თავდასხმა ვილიასა და ტორესის სახით კიდე როდის ეყოლება ესპანეთის ნაკრებს არავინ იცით, სწორედ ამიტომ ესპანეთის ნაკრების ყველა წევრი ეცდება შანსი არ გაუშვას ხელიდან და მოიგოს ეს ჩემპიონატი.
ესპანეთმა საკვალიფიკაციო ეტაპი რეკორდულად 10-დან 10 მოგებით დაასრულა, მაგრამ მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეს აზრით ამას უკვე დიდი მნიშვნლობა აღარ ექნება, როდესაც ჩემპიონატი სტარტს აიღებს.
"ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით, იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება მომავალში, შეუძლებელია" - განაცხადა მან.
"ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია, ის არის, რომ ვებრძოლოდ თავდაუზოგავად ნებისმიერ მეტოქეს და ყველა ღონე ვიხმაროთ მათ დასამარცხებლად, ეს მსოფლიო ჩემპიონატია და აქ ყველა მეტოქე უძლიერესია. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ მოიპოვეს ფინალური ეტაპის საგზურები მძიმე ბრძოლაში."
ესპანეთის ნაკრები ჩემპიონატს დანაკარგების გარეშე ხვდება, სწორედ ეს არის მთავარი იმედი მთელი ქვეყნისათვის. როდესაც ფერნანდო ტორესი, დავიდ ვილია, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა ფორმაში არიან მათთვის ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, ამას თუ დავამატებთ ერთ-ერთ საუკეთესო დაცვის ხაზს მთელ მსოფლიოში ძნელია ამ გუნდს რამე ნაკლი მოუძებნო. ესპანეთის ნაკრებმა ბოლო ამხანაგურ მატჩში პოლონეთის ნაკრები 6-0 ანგარიშით გაანადგურა და ჩემპიონატს შესანიშნავი განწყობით ხვდება. სადაც უნდა გამოვყოთ პედრო როდრიგესის გოლი, რომელმაც "გემო" გაუგო სანაკრებო გოლების გატანას და ესპანეთის მომავალი სუპერვარსკვლავი ახლანდელი თავდასხმის ხაზის ღირსეული შემცვლელი იქნება.
"ჩვენ ძალიან კარგი სულისკვეთებით მივემგზავრებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში." დაამატა დელ ბოსკემ.
ჰონდურასის ეროვნული ნაკრები
ესპანეთის ნაკრებთან ერთად ჯგუფში მოხვდა ჰონდურასისი ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ ასპარეზობს, მათ პირველად ფინალურ ეტაპზე 1982 წელს გააღწიეს. ჰონდურასის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რაფაელ კალეხასის თქმით მისი ქვეყნის ნაკრები 38-ადგილზეა მსოფლიოს ეროვნული ნაკრებების რეიტინგში და მათი მთავარი იარაღი ფიზიკური კონდიციები და ფიტნესი იქნება მეტოქეთა წინააღმდეგ.
"ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ისეთ ძლიერ ნაკრებებს, როგორებიცაა ჩილე და შვეიცარია" თქვა კალეხასმა.

12 წლიანი შესვენების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდა სამხრეთ ამერიკული ჩილეს ეროვნული ნაკრები, რომლებმაც 18-ე ადგილზე აინაცვლეს მსოფლიო რეიტინგში.
ჩილეს წვრთნის ამოუცნობი არგენტინელი მწვრთნელი მარსელო ბიელსა, ის დიდ იმედებს ამყარებს ახალგაზრდა თაობაზე, მათგან სამია გამორჩეული: "უდინეზეს" ფროვარდი ალექსის სანჩესი, "ბოკა ხუნიორსის" მცველი გარი მედელი და ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველი მატიას ფერნანდესი.
მათ უდიდესი დანაკლისი აქვთ "სარაგოსას"თავდამსხმელ ჰუმბერტო სუაზოს სახით, რომელიც პირველ ორ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.
"ესპანეთი ჩვენი ჯგუფის და მთელი მსოფლიო ჩემპიონატის უდავო ფავორიტია" განაცხადა ჩილელმა მარკ გონსალესმა, რომელიც სხვათაშორის სამხრეთ აფრიკაშია დაბადებული და 10 წლის იყო როდესაც ჩილეში გადავიდა საცხოვრებლად.
მარკ გონსალესმა დაამატა: "პატიოსნად გეტყვით, ჩვენ პირველი ადგილის დაკავებაზე არც კი ვფიქრობთ ჯგუფში, რადგან აქ ესპანეთის ნაკრებს აქვს გარანტირებული ადგილი, მაგრამ მეორე ადგილი სრულიად მისაღებია."

მესამე ნაკრები შვეიცარიის ნაკრებია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე "თავი გამოიჩინა" და ლუქსემბურგის ნაკრებთან 2-1 წააგო. მაგრამ მათ ყავთ ისეთი ვარსკვლავები როგორებიცაა ერენ დერდიოკი, ფილიპ სენდეროსი და ტრანკილო ბარნეტა, აგრეთვე ძალიან კარგი თავდამსხმელი, წარმოშობით კონგოელი ბლესი ნ'კუფო, რომ არარაფერი ვთქვათ ვეტერან ალექსანდრ ფრეიზე. ამ ნაკრებს წვრთნის "ბაიერნის" ყოფილი მწვრთნელი ძალიან გამოცდილი ოტმრ ჰიცფელდი, ასე რომ ისინიც არ დანებდებინ უბრძოლველად არავის.
წყარო: www.soccerway.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]