ფალკაოს არ სურს კონკურენცია გაუწიოს მესის და რონალდუს
"ბეტისთან" მატჩში მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა, რადამელ ფალკაომ მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა, გუნდი მეორე ადგილზე გადაანაცვლა, თავად კი ლა ლიგის ბომბარდირთა სიაში დაწინაურდა.
"მე არ მითქვამს, რომმესის და რონალდუს კონკურენციას გავუწევ. მე უბრალოდ მსურს გავიტანო გოლები და დავეხმარო გუნდს, მეტი არაფერი. შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება.
მთავარია, რომ ჩვენ ჩვენს დავალებებს ვასრულებთ. ჩვენ ვებრძოლებით 19 გუნდს და არა "რეალს" და "ბარსას" - დაასრულა კოლუმბიელმა.
"ბეტისთან" მატჩში ფალკაომ დუბლის გარდა მცირე დაზიანებაც მიიღო, მაგრამ ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ უახლოეს მატჩში მიიღებს მონაწილეობას "ესპანიოლთან".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]