ალბა: ”ნაკრებში სიცხიანს არ მითამაშია”

ალბა: ”ნაკრებში სიცხიანს არ მითამაშია”

 

”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ უარყო გავრცელებული ონფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ნაკრებში სიცხიანს მოუწია მოედანზე გასვლა.

 

შეგახსენებთ, რომ ალბა სანაკრებო მატჩების შემდეგ ბარსელონაში გრიპით დაბრუნდა. ამის გამო მას ”ხეტაფესთან”, ”სპარტაკთან” და ”გრანადასთან” ჩატარებული მატჩების გამოტოვება მოუწია. გავრცელდა ჭორები, რომ საქართველოს ნაკრებთან ალბას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

 

ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. თუკი მატჩამდე თავს ცუდად ვიგრძნობდი, მაშინ მოედანზე არ გავიდოდი” - განაცხადა ჟორდი ალბამ.

 

გავრცელდა ხმები, რომ მოედანზე სიცხიანი გავედი, მაგრამ ეს ასე არ იყო. როცა გაციებული ხარ, მაშინ თამაშზე ვერ ფიქრობ. არ არის ისეთი შეკითხვის დასმა საჭირო, რომელს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ - ესპანეთის ნაკრებს თუ ”ბარსელონას”. გრიპის ძალიან მძიმე ფორმა მქონდა. ადრიანომ იმაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, ვიდრე მე? ”ბარსელონაში” არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა ძირითადის და სათადარიგოს მოთამაშე. აქ ყველა საჭიროა” - დაასრულა ალბამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.