პუიოლის ტრავმირებული ხელი ოპერაციას არ საჭიროებს

პუიოლის ტრავმირებული ხელი ოპერაციას არ საჭიროებს

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანს, 34 წლის კარლეს პუიოლს ტრავმირებულ მარცხენა ხელზე ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება, იტყობინება გავლენიანი გამოცემა AS.

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სამედიცინო გამოკვლევა უკვე ჩაიტარა, რომლის შემდეგ დადგინდა, რომ დაზიანების შემდეგ აღდგენას ორი თვე დასჭირდება. ქირურგიული ჩარევა კი საჭირო არ არის.

 

შეგახსენებთ, რომ პუიოლმა მარცხენა ხელზე ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში, "ბენფიკასთან" (2:0) მიიღო. 76 წუთზე იგი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.