მსოფლიოს რუკა. ესპანეთი

მსოფლიოს რუკა. ესპანეთი

მწვრთნელის შეცვლა ესპანეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ადგილის დაკავების შემდეგ, ბრწყინვალე ძირითადი შემადგენლობა და არანაკლებ შთამბეჭდავი სათადარიგოთა სკამი, ხავის კარიერაში საუკეთესო სეზონი, ყველაზე სერიოზული პრემიები მსოფლიოს ჩემპიონისთვის და სხვა. Sports.ru წარმოგიდგენთ მოქმედ ევროპის ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს.

მწვრთნელი

ვისენტე დელ ბოსკე საკმაოდ სერიოზულ საქმეს შეეჭიდა – მან გუნდი 2008 წლის ტრიუმფის შემდეგ ჩაიბარა, როდესაც ესპანელებმა ლუის არაგონესის ხელმძღვანელობით უიღბლო გუნდის იმიჯი შეიცვალეს. ამის შემდეგ კიდევ უფრო პროგრესირება რთული იყო, ამ ყველაფერთან ერთად არ შეიძლებოდა ისევ უკან-უკან წასვლა. 59 წლის სპეციალისტმა, რომელსაც ნაკრებში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, დაამტკიცა თავისი სიძლიერე. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებმა 10 თამაშში 30 ქულა დააგროვა, გაიტანა რა 28 გოლი. "ფურია როხას” ჯგუფში ისეთი უხერხული მეტოქეები იყვნენ, როგორებიც თურქები, ბელგიელები და ბოსნიელები არიან. ამას გარდა, დელ ბოსკეს დამოძღვრილმა ესპანეთმა უკლებლივ ყველა ამხანაგური შეხვედრა მოიგო. ესპანელებმა განსაკუთრებით კარგი შეხვედრა ჩაატარეს "სტად დე ფრანსზე”, სადაც საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 2:0. ამავე ანგარიშით დაამარცხეს ინგლისელები გასულ წელს, ჩილელებს და დანიელებს კი მსხვილი ანგარიშებით მოუგეს. 26 შეხვედრიდან, რომელიც ესპანეთის ნაკრებმა დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით გამართა, ვერ მოიგოს მხოლოდ ერთი. ეს იყო გასულ ზაფხულს, კონფედერაციის თასის ნახევარფინალში ამერიკის წინაღმდეგ. საერთო ჯამში ესპანეთის ნაკრები ამ ტურნირზე კარგად გამოიყურებოდა. რაც მთავარია, ისინი მიეჩვივნენ აფრიკულ კლიმატსა და ვუვუზელის ხმას. მოქმედმა ევროპის ჩემპიონებმა იციან, თუ რას უნდა ელოდნენ სამხრეთ აფრიკისგან. მათ სურთ დაარღვიონ ევროპელთათვის უსიამოვნო ტრადიცია: არცერთ ევროპულ ქვეყანას არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის საზღვრებს მიღმა. მოქმედმა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა უკვე იციან, თუ როგორ უნდა დაარღვიონ უსიამოვნო ტრადიციები, დელ ბოსკესთვის კი უცხო არ არის სუპერ ვარსკვლავების ხელმძღვანელობა, მათთვის კარგი კლიმატის შექმნა.

ტაქტიკა

ვისენტე დელ ბოსკეს რევოლუციები არ მოუწყვია: ესპანეთის ნაკრები იმავე 4-4-2-ით თამაშობს, რომლითაც ევრო 2008-ზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. ოთხი ნახევარმცველიდან ერთი შეტევების ჩაშლაზე ზრუნავს, დანარჩენი კი იერიშების წამოწყებაზე. უნივერსალი ფეხბურთელების წყალობით, დელ ბოსკეს შეუძლია უშუალოდ თამაშის დროს მოახდინოს ტაქტიკური ცვლილებები ისე, რომ არცერთი ფეხბურთელის შეცვლა არ დაჭირდეს. დელ ბოსკეს ნაკრებში მისვლის შემდეგ გამოჩნდნენ კლასიკური გარემარბები, რაც აკლდა არაგონესის გუნდს. ალხა ნაკრების კარი ღიაა ხესუს ნავასისთვის, ხუან მატასთვისა და პედრო როდრიგესისთვის. გარემარბების გამოყენების შემთხვევაში თავდამსხმელთა რიცხვი ერთამდე მცირდება, მაგრამ "ფურია როხას” თამაშის სტილი არ იცვლება - ბურთის მუდმივი კონტროლი, სანამ მეტოქეს თავბრუ არ დაეხვევა.

სავარაუდოდ, ესპანეთის ნაკრების კარს მუნდიალზე იკერ კასილიასი დაიცავს, მიუხედავად მისი შეცდომებისა ამხანაგურ მატჩში საუდის არაბეთის წინააღმდეგ. მისი შემცვლელი პეპე რეინა იქნება, ხოლო ვიქტორ ვალდესი მესამე მეკარედ დარჩება.

დაცვის ცენტრში ერთმანეთში კარგად შეთამაშებული პიკე და პუიოლი დაიკავებენ ადგილს. აღსანიშნავია, რომ რაულ ალბიოლსაც აქვს ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი. ფლანგებზე დელ ბოსკე სერხიო რამოსსა და კაპდევილიას გაამწესებს.

ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ფართო არჩევანია: ხაბი ალონსო, სერხი ბუსკეტსი და ხავი მარტინესი. შესაძლოა ფაბრეგასიც, მაგრამ სესკი უფრო მეტოქის კარის სიახლოვეს იმოქმედებს. ხავის ინიესტასა და სილვას ძირითად სემადგენლობაში თამაში პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ. მათმა ბრწყინვალე თამაშმა ესპანეთს ევრო 2008 მოაგებინა და ისინი თავის შესაძლებლობებს ეჭვქვეშ არავის აყენებინებენ. თავდასხმის ხაზში დავიდ ვილა და ფერრნანდო ტორესი იმოქმედებენ, ასევე ბილბაოს "ატლეტიკის” თავდამსხმელი ლორენტე. ეროვნულ გუნდში პენალტებს დავიდ ვილა შეასრულებს.

ოპტიმალურიშემადგენლობა (Sports.ru-ვერსია)

კასილიასირამოსი, პუიოლი, პიკე, კაპდევილია - ხაბიალონსო, ხავი, ინიესტა, დავიდსილვა - ვილა, ტორესი.

სიამაყე

ხავი ერნანდესმა, რომელიც ოფიციალურად აღიარეს ევრო 2008-ის საუკეთესო ფეხბურთელად, ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა - შესაძლოა საუკეთესოც კი მის კარიერაში. აპრილში ესპანელმა ჰავბეკმა განაცხადა, რომ ის კარიერის პიკზეა. რა ფორმაშია ის, ამას მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახავთ. ერთი რამ ფაქტია, ის უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ტრავმებით დატანჯული ინიესტა, ფაბრეგასი ან ფერნანდო ტორესი.

სუსტიწერტილი

ესპანეთის ნაკრებში სუსტი წერტილები არ არის, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, სერხიო რამოსსა და კაპდევილიას მივაგნებთ. მარჯვენა ფლანგზე მარცხენასთან შედარებით შეუძლიათ მშვიდად იყვნენ ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრები. კაპდევილია 32 წლისაა და თავის კარიერაში "ვარსკვლავობის” პერიოდი არასდროს ჰქონია. მიუხედავად ამისა, გამოცდილი ესპანელი თავის შერცხვენას აფრიკაში არ აპირებს. სხვა მხრივ "ფურია როხა” იდეალურადაა დაკომპლექტებული და სწორედ ამიტომაცაა, რომ ბუკმეიკერები მათ ყველაზე დაბალ კოეფიციენტს აძლევენ.

სიურპრიზი

ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში სამ ისეთ ფეხბურთელს უხმო, რომელთაც აქამდე ეროვნულ გუნდში ნათამაშები არ ჰქონდათ. სამივე მათგანმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და აფრიკაში გამგზავრებაც დაიმსახურა. თუკი ვალდესისა და პედროს ნაკრებში გამოჩენა სენსაცია არ ყოფილა, "ატლეტიკის” 21 წლის ჰავბეკის, ხავი მარტინესის გამოძახება ნამდვილად მოულოდნელი იყო. ახალგაზრდა ესპანელი ყოველთვის გამოირჩეოდა დაცვაში საიმედო თამაშით, აწ უკვე დასრულებულ სეზონში კი მან შესანიშნავი გოლებიც გაიტანა და დელ ბოსკემაც მისი გამოძახება არ დააყოვნა.

დანაკარგი

ხავი მარტინესმა ეროვნულ გუნდში მარკოს სენას ადგილი დაიკავა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე. ნატურალიზირებული ბრაზილიელი ერთადერთი ფეხბურთელი იყო ესპანეთის ნაკრებიდან ვინც აფრიკაში არ გაემგზავრა, ევრო 2008-ზე კი მინიმუმ ერთი თამაში მაინც ჰქონდა ჩატარებული. მისი ნაკრებს მიღმა დარჩენის მიზეზი ცუდი თამაში არ ყოფილა. სენას ხშირად აწუხებდა ტრავმები, "ვილიარეალსაც” არც ისე მაღალ დონეზე უთამაშია. "მე ძალიან ვწუხვარ, რომ ნაკრებს მიღმა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელის დატოვება მიწევს, ვინც აფრიკაში თამაში დაიმსახურა. არჩევანი იმ ფეხბურთელების სასარგებლოდ გაკეთდა, ვინც ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან ”, – განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.

პრემია

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს ყველაზე მაღალ პრემიებს დაპირდნენ, თუკი მსოფლიო თასს მოიგებენ. წარმატების შემთხვევაში თითოეული ესპანელი ფეხბურთელი 600 ათას ევროს მიიღებს.

ციტატა

"ტურნირისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს. ჩვენ ახალი ოცნებების ასასრულებლად ბრძოლა შეგვიძლია. მე დავბრუნდები, როდესაც ჩვენი გუნდი მუნდიალზე ასპარეზობას დაასრულებს. იმედი მაქვს ეს 11 ივლისს მოხდება”, - თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა ანდრეს ინიესტამ. ფეხბურთელებს ტურნირის მიმდინარეობის დროს ინტერნეტ პუბლიკაციები ეკრძალებათ.

ციფრები

7 ფეხბურთელი კატალონიას წარადგენს (ვალდესი, პუიოლი, პიკე, კაპდევილია, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ხავი). სამი ანდალუსიას (სერხიო რამოსი, მარჩენა, ხესუს ნავასი) და მადრიდს (კასილიასი, რეინა, ფერნანდო ტორესი). კანარის კუნძულებიდან ორ ფეხბურთელს ვიხილავთ (დავიდ სილვა და პედრო), ნავარიდან (ხავი მარტინესი და ლორენტე), ლეონ კასტილიიდან (არბელოა და მატა). თითო-თითო ფეხბურთელი ბასკეთიდან (ხაბი ალონსო), ლა მანჩის კასტილიიდან (ინიესტა), ვალენსიიდან (რაულ ალბიოლი) და ასტურიიდან (დავიდ ვილა).

წყარო: Sports.ru

თარგმანი: ირაკლი ჯაფარიძე

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.