ბუტრაგენიო: ”ჩვენ კმაყოფილი ვართ ”რეალის” თამაშით, მაგრამ არა შედეგით”
მადრიდის ”რეალის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ დასრულებული კლასიკოს შემდეგ საქებარი სიტყვებით ისაუბრა მადრიდული კლუბის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონას” და ”რეალის” შეხვედრა 2:2 დასრულდა, ამგვარად გუნდესბ შორის სხვაობა კვლავ 8 ქულაა.
”ჩვენ ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილები ვართ, მაგრამ შედეგით არა, რადგან გუნდი კარგად თამაშობდა შეტევაში და დაცვაში. პირველი ტაიმი გუნდის შესრულებით უბრალოდ შესანიშნავი იყო. თუკი ჩვენ ”ბარსელონას” კარის დალაშქვრის მეორე შანსს გამოვიყენებდით, მაშინ შეხვედრის საბოლოოდ შედეგი სულ სხვა იქნებოდა” - განაცხადა ემილიო ბუტრაგენიომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]