ბუტრაგენიო: "მსაჯის გადაწყვეტილებამ მატჩის მსვლელობაზე იმოქმედა"
მადრიდის "რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ გუშინ გამართული "ელ კლასიკოს" შემდეგ განაცხადა, რომ "რეალი" კატალონიელებთან მარცხს არ იმსახურებდა. იტყობინება, Football Espana.
"ჩვენ არ ვიმსახურებდით ამ მარცხს. მატჩის საკვანძო მომენტებში ჩვენ ძალიან არ გაგვიმართლდა. ჩვენ ნათლად ვდომინირებდით მეორე ტაიმის პირველ ნახევარ საათში, მაგრამ ვიქტორ ვალდესმა საკუთარი თავი შეხვედრის გმირად წარმოაჩინა. მასკერანომ რონალდუს უბიძგა, მსაჯის გადაწყვეტილებამ ამ მომენტში მატჩის მსვლელობაზე იმოქმედა. ჩვენი თვალსაზრისით ეს სუფთა პენალტი იყო." - განაცხადა, ბუტრაგენიომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]