გვარდიოლა მოლაპარაკებებს ”მილანთან” გამართავს

გვარდიოლა მოლაპარაკებებს ”მილანთან” გამართავს

 

”მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი ნიუ-იორკში ჩაფრინდება, რათა მოლაპარაკებები გამართოს ”ბარსელონას” ყოფილ თავკაცთან, ხოსეპ გვარდიოლასთან.

 

La Gazzetta dello Sport”-ის ცნობით პეპ გვარდიოლასთან მოლაპარაკების დაწყების მთავარი ინიციატორი ”როსონერის” პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი გახლავთ.

 

მოსალოდნელია, რომ 41 წლის ესპანელ სპეციალისტს ”მილანის” სათავაში ჩადგომას 2013/14 სეზონის დასაწყისიდან შესთავაზებენ. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მილანური კლუბი გვარდიოლასთვის ყოველწლიურად 6 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ”ბარსელონადან” წასვლის შემდეგ პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ 1 წლიან შვებულებას იღებდა. ამ ერთი წლის განმავლობაში ის ნიუ-იორკში იცხოვრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.