გალიანი: "მესის წინაშე ქედი უნდა მოვიხაროთ"
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ერთ-ერთია იმ მრავალ ადამიანთა შორის, რომლებიც ლიონელ მესის თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ცოტა ხნის წინათ, არგენტინელმა "მილანის" 0:4 განადგურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ხოლო გალიანი აცხადებს, რომ მის წინაშე ქედი უნდა მოვიხაროთ.
"მესი ისეთ ტექნიკას ფლობს და ყველაფერს ისე სწრაფად აკეთებს, რომ მის წინაშე უბრალოდ ქედი უნდა მოვიხაროთ და ვაღიაროთ, რომ მსგავსი სხვა არაფერი არსებობს." - აცხადებს გალიანი, რომელიც კომენტარს "ბარსელონასა" და "მილანის" ძალებს შორის სხვაობაზეც აკეთებს - "მიმდინარე სეზონში, სხვაობა უფრო მცირეა, ვიდრე გასულ წელს. მართალია 0:4 წავაგეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბოლომდე ვიბრძოდით."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]