ანდრეუ ფონტასი წლის ბოლომდე ”მალიორკაში” ითამაშებს

ანდრეუ ფონტასი წლის ბოლომდე ”მალიორკაში” ითამაშებს

 

ანდრეუ ფონტასი დღეს დილით კლუბის ნებართვით კუნძულ მალიორკაზე გაემგზავრა, სადაც სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ”მალიორკა” მასთან ხელშეკრულებას გააფორმებს, რის შემდეგაც ის სეზონის ბოლომდე არენდის წესით ”მალიორკას” ღირსებას დაიცავს.

 

როგორც წესი ამ დროს სატრანსფერო გადასვლები შეჩერებულია, თუმცა ”მალიორკას” მოთამაშის, ჟოაო ვიქტორის დაშავების შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წესებით გუნდს ტრანსფერის განხორციელების უფლება მიეცა.

 

ანდრეუ ფონტასს, რომელსაც 14 ნოემბერს 23 წელი უსრულდება მიმდინარე სეზონში არცერთ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მას ცენტრალური მცველის და ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.