სესკი: ”მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაში ადვილი არ არის”
”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლის შემდეგ მას სათამაშო სტილის შეცვლა მოუწია.
”ძირითადად ჩემი სათამაშო სტილი ინგლისურ ფეხბურთზეა აგებული, თუმცა ჩემი საფუძველი ”ლა მასიაში” ჩაიყარა. ”ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ დამატებითი სამუშაოსთვის დიდი დრო დავხარჯე, რადგან დიდი ხნის განმავლობაში სხვა რაღაცით ვიყავი დაკავებული. აქ მეტი წესრიგია. თქვენ ეს უნდა გადაგხდეთ თავს, რათა გაიგოთ ჩემი.
მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაში ადვილი არ არის. ”არსენალში” მე კაპიტანი ვიყავი და საკუთარი თავის მნიშვნელობას ვგრძნობდი. ”ბარსელონაში” უნდა მიხვდე, რომ მსოფლიოს 5 საუკეთესო მოთამაშიდან 3 შენს პოზიციაზე თამაშობს. ყველაფერი, რაც მე შემიძლია ბრძოლა და სწავლაა. როდესაც რომელიმე მათგანი (სავარაუდოდ სესკი ჩავის, ინიესტას და მესის გულისხმობს - რედ) ისვენებს მაშინ თამაში მე მიწევს, ვცდილობ საუკეთესოდ გავისარჯო და თამაშიდან სიამოვნება მივიღო” - განაცხადა სესკმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]