ინიესტამ სუპერ-ფეხბურთელი ”შექმნა”
”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ჟურნალისტთან საუბრისას სხვადასხვა გუნდის მოთამაშეების საუკეთესო თვისებები გააერთიანა.
”სუპერ-მოთამაშე? მოდით დავფიქრდეთ. რადამელ ფალკაო შესანიშნავად თამაშობს ჰაერში, კარლეს პუიოლს ლიდერის თვისებები აქვს და ის გამოირჩევა მებრძოლი სულით, ჩავის გამორჩეული მარჯვენა ფეხი აქვს, ლეო მესის კი მარცხენა, სერხიო ბუსკეტსი ტაქტიკურად ძალიან განსწავლული მოთამაშეა, კრიშტიანუ რონალდუს კი ფანტასტიკური საგოლე ალღო აქვს. თუკი ამ კომპონენტებს შევაერთებთ, მაშინ მივიღებთ სუპერ-ფეხბურთელს” - განაცხადა ანდრეს ინიესტამ.
შემდეგ ესპანელმა ლეო მესიზე ისაუბრა: ”ლეოსთან ერთად უკვე დიდი ხანია ვთამაშობ და სიმართლე რომ გითხრათ, არ მნიხავს სხვა მოთამაშე, რომელიც მას შეედრება. ყოველ წლიურად, ყოველი მატჩის შემდეგ იგი უფრო სრულყოფილი ხდება. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და წინ კარიერის გრძელი პერიოდი ელის” - დაასრულა ანდრესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]