ინიესტა: „მესის ყოფნას „ბარსელონაში“, ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს“
კატალონიის "ბარსელონას" 32 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ლა ლიგის XVI ტურში "ესპანილთან" გამარჯვების შემდგომ (4:1), კომენტარი გააკეთა. ანდრესმა ასევე ისაუბრა ლიონელ მესიზეც, რომელმაც შეხვედრაში თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
"დერბი საკმაოდ ინტენსიური გამოდგა, ვფიქრობ, რომ ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. მოხარული ვარ, რომ წელი გამარჯვებით დავასრულეთ საკუთარ მოედანზე. მესის გამოსვლა? ეს მთელი გუნდის თამაშის საკითხია. მესის "ბარსელონაში" ყოფნას ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს." - განაცხადა, ინიესტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]