დავიდ ვილიას საუკეთესო გოლი
2006 წლის დეკემბერში, როდესაც დავიდ ვილია ჯერ კიდევ "ვალენსიას" ღირსებას იცავდა, დაახლოებით 50 მეტრიდან უმშვენიერესი გოლი გაიტანა "დეპორტივოს" კარში. ცნობისთვის "ბარსა" ხვალ სწორედ "დეპორტივოს" დაუპირისპირდება. ვილია ყოველთვის იტანდა გოლებს. მას ამ სეზონში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი. დავიდმა დუბლი "სევილიას", "რეალს" და "ესპანიოლს" შეუსრულა. მას კარიერაში უამრავი გოლი აქვს გატანილი, თუმცა საუკეთესოდ 2006 წელს, "რიაზორზე" გატანილ გოლს მიიჩნევენ.
საუკეთესო დარტყმა
2006 წელს, კიკე სანჩეს ფლორესის ხელმძღვანელობით "ვალენსია" "რიაზორზე" "დეპორტივოს" ესტუმრა. მაშინ "დეპორტივო" ევრო ტურინრებისთის იბრძოდა. მატჩის ბედი ვილიას გოლმა გადაწყვიტა. დავიდმა კოლოჩინი ჩამოიშორა და მოედნის ცენტრიდან გაუტანა მასპინძელთა კიპერს. ეს გოლი მისთვის მე-14-ე იყო იმ სეზონში.
10 გოლი "დეპორტივოს" წინააღმდეგ
ვილია "რიაზორს" პირველად ესტუმრება "ბარსას" ფეხბურთელის რანგში. დავიდს ნამდვილად საუეკთესო მაჩვენებელი აქვს "დეპორტივოს" კარში გატანილი გოლების მხრივ. მას ჩატარებულ 13 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=sNEavT-_u7k]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]