რამოსი: ”ჩვენი მიზანი ”ბარსელონაზე” დაწევაა”

რამოსი: ”ჩვენი მიზანი ”ბარსელონაზე” დაწევაა”

 

მადრიდის ”რეალის” ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

 

ჩვენი მიზანი ”ბარსელონაზე” დაწევაა, რაც ჩვენ მოტივაციას გვიმატებს. ლა ლიგაში გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ ამჟამად ჩვენზე წინ 2 გუნდია - ”ბარსელონა” და მადრიდის ”ატლეტიკო”, ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ”მალიორკასთან” გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გასვლით შეხვედრაში ჩვენ შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ” - სერხიო რამოსის სიტყვებს ”Marca” ციტირებს.

 

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას ”ბარსელონა” და მადრიდის ”ატელტიკო” 25-25 ქულით ლიდერობენ, მე-3 პოზიციაზე ”მალაგა” იმყოფება, რომელსაც 18 ქულა აქვს. მადრიდის ”რეალი” კი მე-4 პოზიციას 17 ქულით იკავებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.